ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოყ ოჩ ოწ ოჭ ოხ
ორგ ორთ ორკ ორო ორპ ორღ ორშ ორჩ ორძ ორხ

ორშიმო

ჭურიდან ღვინის ამოსაღები ტარიანი ჭურჭელი. ორშიმოდ იყენებდნენ ბარდიან მცენარეს, ე.წ. მწარე კვახს (აყირო), რომელიც ითესება თესლით და ისხამს ოვალური ფორმის ნაყოფს. ზრდაში შესულ მცენარეს სჭირდება საყრდენები, რომ მასზე ავიდეს და ნაყოფი კარგად განვითარდეს. შემოდგომით დავარგებულ ნაყოფს მოწყვეტენ, გაახმობენ, გამოყრიან შიგნიდან კურკებს და გამოასუფთავებენ. შემდეგ მდუღარე წყალში გამოხარშავენ სიმწარე რომ დაუკარგონ, ამოუჭრიან სატარეს, გაუკეთებენ თხილის ტარს და ხმარობენ ღვინის ამოსაღებად. ორშიმო გავრცელებული იყო მთელ საქართველოში. ორშიმოს ტევადობა ზოგჯერ 6-7 ლიტრამდეც მიდიოდა, თუმცა ხელში მოსახმარად მოხერხებულია სამ და ოთხლიტრიანი ორშიმოები. საშუალოდ, ერთი მარნისათვის, რამდენიმე ორშიმო იყო საჭირო. ღვინის ამოსაღები, ღვინის გადასაღები, ამოსაწური, თხლის ამოსაღები და ა.შ. ორშიმო ადვილია დასამზადებლად, მოსახმარად მარჯვეა და ხმარებაში გამძლე. მეთუნეობით განთქმულ ცენტრებში თიხის ორშიმოებსაც ამზადებდნენ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9