ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ერე ერთ ერი

ერი ღმრთისა

Gk. λαόν περιούσιον
„იქმნა ერი უფლისაჲ არა ერ მისსა, და შეწყალებული იგი არა შეწყალებულ და შეყუარებული არა შეყუარებულ... პირველ არაერი კუალად ერ ღმრთისა იქმნების, არაშეწყალებული შეიწყალების და არაშეყუარებული შეიყუარების“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) ერი რჩეული, ერი ღმრთის მოგებული (შეძენილი, საკუთარი), ერი საზეპურო (გამს. 19,5; მეორ. სჯ. 7,6). პირველი მუხლის განმარტებისას ორიგენე შენიშნავს, რომ სიტყვა "περιούσιον" წარმოდგება „არსებისაგან“ (ούσίά) და აღნიშნავს იმ ერს, რომელიც ღმრთის საკუთრება (ούσίά) ხდება. ქრისტემ „გამოგჳყვანნა ჩუენ მონებისაგან აზნაურებად, ბნელისაგან – ნათლად, სიკუდილისაგან – ცხორებად, განდგომილებისაგან – სასუფეველსა საუკუნესა და მყვნა ჩუენ სამღდელო ახალ და ერ საზეპურო, რაჲთა მისსა დიდებასა მარადის ვიდიდებოდით“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9