ჰა ჰე ჰი ჰრ ჰუ
ჰურ

ჰურიანი

„(უფალსა) კეთილისა წილ ბოროტი მიაგეს ჰურიათა. ნაცვალად მანანაჲსა ნავღელი და ძმარი ასუეს მას. მწყერ-მარჴილი მოსცა მათ ზღჳთ, და წყალიღა ითხოვა, არა ასუეს მას. ზღუაჲ განუპო და განიყვანნა იგინი, და ნაცვალად მისა გუერდი განუპეს ლახურითა. კლდე განჴურიტა და წყალი მოსცა მათ უდაბნოსა ზედა, ხოლო მათ სამსჭულითა განუჴურიტნეს ჴელნი და ფერჴნი მისნი. ღმერთმან შენმან აკურთხნა ებრაელნი, ხოლო მათ გინებაჲ მიაგეს. ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა წმიდასა, რომელმან-იგი ნერწყჳთა შობითგან ბრმასა თუალნი აღუხილნა. სენთა მათთა უძლურებანი განკურნა, და ტანჯვაჲ მიაგეს მას. სიტყჳთა ვნებანი მათნი განდევნნა, ხოლო მათ სახელ-სდვეს მგმობარ. განამტკიცნა ასონი მათნი დაჴსნილნი, ხოლო მათ ასონი მისნი ძელსა ზედა განსხირპნეს, და გუამი მისი მღჳმესა დადვეს და დაჰბეჭდეს კარსა მისსა“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) „სავენახე ღმრთისაჲ მოივერაგეს არა ხოლო წინაწარმეტყუელთ-მკლველმან, არამედ ღმრთის-მკლველმანცა ჰურიათა ერმან, რომელთა მკჳდრი იგი ყოველთაჲ, ვითარცა ძე მხოლოდშობილი მოკლეს სიკუდილითა ჯუარისაჲთა, რაჲთა ვენაჴი იგი დაიმკჳდრონ. რამეთუ არა ღმრთისა, არამედ თავთა თჳსთა დიდებასა მოიღონებდეს“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) გონიერნი მტერნი ჭეშმარიტისა შჯულისა (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) სიმართლისა მბრძოლნი (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „სისხლისა სიყუარულითა მარადის წინააღმდგომად ქრისტჱსსა იქმოდეს... იხილე აწ შესაკრებელი ჰურიათაჲ, ვითარ ყოვლად კაცის მკლველ არს: წინაწარმეტყუელნი მოწყუიდნეს და მერმე უფლისაცა მკლველად გამოჩნდეს!“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ჰურიანო, „რომლისათჳს ბრალისა ელიაჲსსა და ელისჱსსა მკუდრისა აღდგინებასა იტყჳთ და მაცხოვრისა ჩუენისასა აცილობთ აღდგომასა?... ებრაელთაჲ დაწერილი იგი და მოციქულნიცა ყოველნი ებრაელნივე იყვნეს. აწ რაჲსათჳს ებრაელთაჲ მათ არა გრწამს? მათე, რომელმან დაწერა სახარებაჲ, ებრაელითა ენითა დაწერა; და პავლე ქადაგი ებრაელი იყო ებრაელთაგანი; და მერმე კუალად აქა იერუსალემს ათხუთმეტნი ეპისკოპოსნი შემდგომითი შემდგომად ებრაელნი დადგეს. აწ რომლისა ბრალისათჳს თქუენსა მას შეიწყნარებთ და ჩუენსა განაგდებთ? და ესე თქუენთა ებრაელთაგან დაწერილი არს!“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)„დაესრულნეს ყოველნივე წესნი მათნი მოსლვითგან ქრისტჱსით და ვნებით და ჯუარცმით; რამეთუ მოეღო მათ შჯული, და მიეცნეს მონებად ყოველთა ნათესავთა ურწმუნოებისათჳს ღმრთისაჲსა და დიდებისათჳს ჯუარისა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ელენე დედოფლის სიტყვა ჰურიათა მიმართ: „უწყი მე ღმრთისა წიგნთაგან, რამეთუ ნათესავნი მართალნი იყვენით და გყუარობდა თქუენ ღმერთი. არამედ თქუენ ვერ გულისხმა-ჰყავთ და აგონეთ ნათელი ბნელ ყოფად და ჭეშმარიტებაჲ ტყუვილად; და რომელსა ღმერთსა უნდა ჴსნაჲ ჩუენი წყევისაგან, მას სწყევდით; და ნერწყჳსაგან განთავისუფლებაჲ თქუენდა, ნერწყჳთა ბილწებისაჲთა ჰნერწყუევდით მას; და რომელმან მკუდარნი აღადგინნა, გინდა მკუდრად შერაცხაჲ მისი... თქუენ, ცოფნო ჰურიანო იერუსალემელნო, არღა კმა-გეყოა ძუელი იგი სიბრმჱ მამათა თქუენთაჲ, რომელნი იტყოდეს იესუჲსსა, ვითარმედ არა ძჱ ღმრთისაჲ არსო, რამეთუ აქუნდა მათ წიგნები წინაწარმეტყუელთაჲ და იკითხვიდეს?“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.); (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ჰურიათა მრავალთა მათ სასწაულთა ზედა იესუჲსთა არცაღათუ შეირცხჳნეს, არამედ უფროჲს ხოლო შურითა აღივსებოდეს და სიკუდილსა განიზრახვიდეს“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) დავით წინასწარმეტყველი იტყჳს: „არა შევკრიბო კრებული მათი მოსისხლეთაგან და არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა“ (ფს.15,4). ამისთჳს, რამეთუ მე დამიტევეს და მეუფედ თავისა მათისა ირჩიეს კეისარი“; „ისმინე, რასა-იგი ეტყჳს სოფონია მოწაფეთა პირისაგან ქრისტესისა: „განემზადე, აღიმსთუე, რამეთუ განირყუნა ყოველი საყურძენი მათი“ (შეად. სოფ.3,7). – ჩას, რამეთუ ჰურიათაჲ, რომელთა თანა არა დაშთა ტევანი ერთიცა ცხოვრებისაჲ, არამედ არცაღა რქაჲ, რამეთუ მოიკაფოს ვენახი მათი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ვაჲ თქუენდა, საწყალობელნო, რამეთუ თავისა თქუენისაჲ იზრახეთ ზრახვაჲ ბოროტი, რამეთუ შვილ იყვენით და ძაღლ იქმნენით. ვაჲ თქუენდა, ქედფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა, რამეთუ ერ უფლისა იყვენით და მგელ იქმნენით... რამეთუ ჯოჯოხეთი შემდგომად წარტყუენვისა მის შეკრძალულთა მათ მისთა ელის და აწ თქუენ გიმზირის ნაცვალად მათსა და იტყჳს: ნუ იყოფინ განსუენებაჲ ებრაელთაჲ, რამეთუ უფლისა ზედა კადნიერ იქმნნეს და წარიტყუენნეს... მათ მიერ მოველი აღვსებად წიაღთა ჩემთა, რაჲთა შთავჰჴადნე იგინი ქუესკნელთა საუნჯეთა, სადაცა მოძღუარი მათი ეშმაკი მივრდომილი ძეს ცეცხლსა მას უშრეტსა და მატლსა უკუდავსა, რაჲთა ისწავონ ღმრთისათჳს არა თქუმად ბოროტი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) აგრეთვე (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ჰურიებმა „ქრისტჱ ჯუარს-აცუეს“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9