1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

  1. ადამიანებით არაკანონიერი ვაჭრობა არის ადამიანის(თა) დაქირავება, გადაზიდვა, გადაცემა, მიზანდასახული დამალვა ან ადამიანის ხელში ჩაგდება მუქარით, მოტაცებით, ძალით, მოტყუებით ან იძულებით მათი სექსექსპლოატაციისგან ან იძულებითი შრომისგან არაკანონიერი გადასახადების ან მოგების მიღების მიზნით.
    Source: პოლიტიკაში ქალთა დაწინაურების კამპანია და პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები. – [სახელმძღვანელო ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი]. – თბილისი. – 2006.
  2. არის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ყიდვას ან გაყიდვას, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებას მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმების (მოტაცება, შანტაჟი, თაღლითობა, მოტყუება, უმწეო მდგომარეობაში ჩაყენება, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება) გამოყენებით, რომლის დროსაც ხდება ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, საკუთარ ან სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირება, ადამიანით მოვაჭ რეებისათვის გადაცემა, შეფარება ანდა მიღება მისი ექსპლუატაციის გზით სარგებლის მიღების მიზნით.
    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მიხედვით
    Source: ადამინით ვაჭრობა: მეხცრე კლასი. მოსწავლის წიგნი; ავტორები: მაია გოგოლაძე, მანანა ჯინჭარაძე; მიგრაციის საერთაშორორისო ორგანიზაცია. – თბ.,2009
  3. ადამიანთა გადაბირება, ტრანსპორტირება, გადაყვანა, შეფარება ან მიღება, მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით: მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით, ან იმ პირის თანხმობის მისაღწევად თანხის, ან სხვა სარგებლის მიცემით, ან მიღებით. ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი, ამ ადამიანის ექსპლუატაციის მიზნით.
    Source: ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა (ტრეფიკინგი) /პრაქტიკული სახელმძღვანელო/ [ქალთა საინფორმაციო ცენტრი] – თბილისი. – 2009
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9