1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა ევროპის კომისარი

  1. ახალი ორგანო, რომელიც პირველად დამტკიცდა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სამიტზე 1997 წელს. კომისარს ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა. წარმატებული კანდიდატი თანამდებობაზეა ექვსი წლის განმავლობაში. ვადა არ ექვემდებარება განახლებას. კომისრის მიზანია ადამიანის უფლებათა ცოდნის გაღრმავება წევრ სახელმწიფოებში; წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაში არსებული ნაკლის აღმოჩენა; და დახმარება ევროპის საბჭოს სხვადასხვა დოკუმენტში მოცემული ადამიანის უფლებათა სრულ დაცვასა და გამოყენებაში. კომისარი არც სასამართლო ორგანოა და არც ომბუდსმენი. ძირითადად, კომისარი იძლევა რჩევასა და ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ და ხელს უწყობს თანამშრომლობას ყველა სახელმწიფო ომბუდსმენსა და ადამიანის უფლებათა სახელმწიფო და საერთაშორისო მექანიზმებს შორის. გარემოებებიდან გამომდინარე, კომისარს შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფოებთან და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებთან. ევროპის საბჭოს კომპეტენცია ვრცელდება ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე, და ოფისს შეიძლება ეთხოვოს ნებისმიერი სფეროს შესწავლა, თავისი მოსაზრებების, რეკომენდაციების ჩამოყალიბება და ანგარიშების შედგენა ნებისმიერ შესაბამის სფეროში.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  2. ევროპის საბჭოში კომისრის თანამდებობის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტზე სტრასბურგში 1997 წ. ოქტომბერში. ამ დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიზანი არის როგორც ადამიანის უფლებათა არსის დამკვიდრება, ასევე ამ უფლებების ეფექტური დაცვა და სრულად სარგებლობა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის. კომისარი ირჩევა საპარლამენტო ასამბლეის მიერ 6 წლიანი ვადით ხელახალი არჩევის უფლების გარეშე. კომისარიატი არის არაიურიდიული ინსტიტუტი, მისი საქმიანობა განიხილება როგორც დამატებითი, შემავსებელი ევროპისსაბჭოს სხვა ინსტიტუტებისათვის, რომლებიც აქტიურად ამკვიდრებენ ადამიანის უფლებებს. კომისარმა უნდა შეასრულოს თავის მოვალეობები სრული დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპით და ამავე დროს პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის ან სხვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დოკუმენტების ფარგლებში არსებულ სხვადასხვა დამკვირვებელი ორგანოების კომპეტენციას. ადამიანის უფლებათა კომისრის ძირითადი მიზნები არის:
    ▪ წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა შესახებ განათლებისა და ინფორმირებულობის გაზრდა;
    ▪ წევრი სახელმწიფოების კანონში შესაძლო ხარვეზების აღმოჩენა ადამიანის უფლებებთან შესატყვისობის თვალსაზრისით;
    ▪ ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვის და სრულად სარგებლობის ხელის შეწყობა როგორც ეს ჩამოყალიბებულია ევროპის საბჭოს სხვადასხვა დოკუმენეტებში. კომისარს შეუძლია იმოქმედოს ex officio ნებისმიერ საკითხზე მისი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა მას არ შეუძლია განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები, კომისარმა შესაძლოა იმოქმედოს ადამიანის უფლებათა დამკვიდრების კონტექსტში, მიიღოს ზომები ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვის ასპექტებთან, როგორც აღნიშნულია ევროსაბჭოს დოკუმენტებში. ასეთი ინფორმაცია და მოთხოვნები შესაბამისი ზომების მიღების შესახებ შეიძლება წარდგენილ იყოს მთავრობების, ეროვნული პარლამენტის, ეროვნული ომბუდსმენის, ან მსგავსი ინსტიტუტების, ასევე პიროვნებებისა და ორგანიზაციების მიერ.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9