1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადვენტიზმი

L. „Adventus“ - „მოსვლა“
განეკუთვნება ქრისტიანობის ერთ-ერთ პროტესტანტულ მიმდინარეობას. სახელწოდება გამოხატავს მის საღვთისმეტყველო სპეციფიკას - ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს. ადვენტისტური მოძრაობის ისტორია (და არა უშუალოდ მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ისტორია) იწყება მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან, როდესაც ერთ-ერთი ბაპტისტი ფერმერი, უილიამ მილერი წმ. წერილის გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ 1844 წლის 22 ოქტომბერს ქრისტეს მეორედ მოსვლა უნდა მომხდარიყო. ამ დროისათვის ყალიბდება ადვენტისტთა რელიგიური მოძრაობა, რომელმაც რამდენიმე ეკლესია წარმოშვა. ამ ეკლესიათა შორის ყველაზე მსხვილ ორგანიზაციად მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია ჩამოყალიბდა. დღეს მეშვიდე დღის ადვენტისტები წარმოადგენენ დინამიკურად მზარდ მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიას, რომელსაც 208 ქვეყანაში ჰყავს თავისი წევრები და მსოფლიოს 735 ენაზე ქადაგებს. მეშვიდე დღის ადვენტისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღემატება (მოზარდების ჩათვლით), ხოლო მონათლულ წევრთა რიცხვი 2006 წ. 30 ივნისის მაჩვენებლით 14754022-ია. ადვენტისტურ ეკლესიაში აღესრულება ნათლობის, ზიარების, ზეთისცხების, ხელდასხმისა და ქორწინების საიდუმლოებები. ქალთა ხელდასხმა დაშვებული არ არის, თუმცა ქალები ძალზე აქტიურ როლს ასრულებენ ეკლესიაში. სხვადასხვა სახის საქმიანობასთან ერთად მათ ქადაგების უფლებაც აქვთ. ადვენტისტურ ეკლესიაში არ არსებობს სტაბილურად დადგენილი სამარხვო პერიოდები. ეკლესია თავად ნიშნავს მარხვის დღეებს. მარხვა კი ადვენტისტურ ეკლესიაში გულისხმობს საკვებისგან სრულ თავშეკავებას, შესაბამისად მარხვის დაცვა და მისი ხანგრძლივობა ნებაყოფლობითია ეკლესიის წევრთათვის. განსხვავებით სხვა ქრისტიანებისგან, ადვენტისტებისთვის უქმე და ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილ დღეს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, წარმოადგენს შაბათი. ამ დღეს თავს იკავებენ მუშაობისგან, სასწავლო დაწესებულებებში სიარულისგან, ცდილობენ არაფერი შეიძინონ, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ადვენტისტები ამ წესებს განსაკუთრებული სიმკაცრით არ იცავენ.ადვენტისტთა ეკლესია სოციალურ პრიორიტეტად ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების აუცილებლობას მიიჩნევს. ეკლესია გამოსცემს წიგნებს, ჟურნალებს, რომლებშიც რაციონალური კვების პრინციპებია გადმოცემული და თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგ პროპაგანდას შეიცავს. მთავარი აქცენტი გადატანილია დაავადებათა პროფილაქტიკაზე. ბევრგან მოქმედებს პროფილაქტიკური და სამკურნალო ცენტრები. ადვენტისტური სანატორიუმი ბეთლქრექში (აშშ) მე-19 საუკუნის ბოლოს ითვლებოდა უმსხვილეს ჯანმრთელობის ცენტრად. ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ასევე სამედიცინო სპეციალისტების მომზადებას, რადგან მიაჩნია, რომ ქრისტიანობა არა მხოლოდ ადამიანის სულს უნდა კურნავდეს, არამედ მის სხეულსაც. ეკლესიის ყურადღების ცენტრშია მოწყალების საქმეც. იგი თავის საქველმოქმედო საქმიანობას 1893 წელს ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ასოციაციის მეშვეობით ახორციელებს. 1894 წელს კი დაარსდა პირველი თავშესაფარი ობოლი ბავშვებისთვის, გაიხსნა უფასო სასადილოები უპოვართათვის, აიგო ღამის გასათევი შენობები უსახლკაროთათვის.
See also: ADRA
Source: სოლიდარობა №2(11),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9