ქვეყნის ეკონომიკის მართვის სისტემა, რომელშიც მთავარი როლი ეკუთვნის გამანაწილებელ, მბრძანებლურ მეთოდებს, სადაც ძალაუფლება მართვის ცენტრალურ ორგანოებშია თავმოყრილი. ამ სისტემისთვის დამახასიათებელია ცენტრალიზებული დირექტიული დაგეგმვა, საწარმოები ზედა ეშელონებიდან მიღებული საგეგმო დავალების შესაბამისად მოქმედებენ, უარყოფილია მართვის დემოკრატიული პრინციპები.
Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8