ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანი მოგების მიღება არ არის. მას მიეკუთვნება: საზოგადოებრივი, რელიგიური, საქველმოქმედო ორგანიზაციები და მეცნიერების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის განვითარებისა და დახმარების ფონდები, ასოციაციები და კავშირები, დაწესებულებები. არაკომერციულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ეწეოდნენ ბიზნესს მხოლოდ მათი საწესდებო მიზნების შესრულების ფარგლებში.
Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8