1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ახა ახლ ახუ ახწ

ახალი ქართული ელიტა

მისი რაობა ყველაზე თვალსაჩინოდ გლობალიზაციის კონტექსტში შეიძლება განისაზღვროს. კომუნისტურ პერიოდში დასაწინაურებლად რუსულის ცოდნა იყო საჭირო: მხოლოდ ამ გზით გახვიდოდი რესურსებზე, რომელთაც მოსკოვის იმპერიული ცენტრი განაგებდა. აქედან გამომდინარე, რუსული კვლავ ითვლება ძველი ელიტის ენად. ამისგან განსხვავებით, ახალი ხალხისთვის უფრო მეტადაა ხელმისაწვდომი დასავლეთის რესურსები, რომლებისკენაც დამოუკიდებლობის შემდეგ გაიხსნა გზა. პირველ რიგში, ეს გულისხმობს ინგლისურის (და სხვა დასავლური ენების - თუმცა ნაკლებად) ცოდნას, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების (ინტერნეტის) გამოყენებას, იმ მსოფლიო „ენის“ (უფრო ზუსტად, ჟარგონის) ფლობას, რასაც „საერთაშორისო თანამეგობრობა“ იყენებს. პოპულარული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ეს „ინგლისურის და კომპიუტერის“ მცოდნე ხალხია. ისე მოხდა, რომ საქართველოში ასეთი ადამიანები ახალგაზრდები არიან. მაგრამ საზოგადოდ, აქ საქმე გვაქვს სოციალურ გამმიჯნავ ხაზთან, რომელიც ზოგადად შესაძლოა ძირითადი იყოს გლობალიზებულ სამყაროში და საქართველოზეც გავრცელდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი მთავრობა შეეცადა, ხელისუფლების მაღალ და საშუალო თანამდებობებზე ის ქართველები მოეზიდა, ვისაც დასავლეთში უსწავლია და უმუშავია, და აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ან დასავლეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებაში გლობალიზაციის ენის მცოდნე თაობა მოვიდა.
Source: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.]: CIPDD, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9