1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დისკრიმინაცია

  1. E. Diskrimination
    L. discriminatio განსხვავება
    სახელმწიფოს იურიდიული თუ ფიზიკური პირის უფლებების შეზღუდვა რაიმე მიზეზითა თუ ნიშნით. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია: საქართველოს კონსტიტუცია: გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ.: ფონდი Alpe, 2005.
  2. დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. განსხვავებული მოპყრობის მიზეზებზე საუბრისას შეიძლება გამოვყოთ დისკრიმინაცია რასის, ეთნიკური წარმოშობის, კანის, ფერის, სქესის, რელიგიის, სქესობრივი ორიენტაციისა და სხვა ნიშნების საფუძველზე, თუმცა ასევე აუცილებელია იმის მხედველობაში მიღებაც რომ ყველა სახის გამორჩეული დამოკიდებულება არ არის დისკრიმინაცია ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, მხოლოდ გონივრულ და ობიექტურ კრიტერიუმზე დამყარებული გამორჩეული მოპყრობა შეიძლება იყოს გამართლებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში.
    მაგალითი: საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
    Source: ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ. - ISBN 99940-885-1-3: [ფ.ა.][MFN: 30981]
  3. ტერმინი გაგებულ უნდა იქნას როგორც განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რაიმე ნიშნით, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვა მრწამსი, ეროვნება ან სოციალური წარმომავლება, საკუთრება, დაბადება ან სხვა გარემოება, და რომლის მიზანია ან იწვევს თანასწორ საფუძველზე ყველა ადამიანის მიერ ყველა უფლებისა და თავისუფლების აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების გაუქმებას ან გაუარესებას
    Source: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები = Economic, Social and Cultural Rights : სახელმძღვ. / რედ.: ასბორნ ეიდე, კატარინა კრაუზე, ალან როსას ; თარგმანი ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძისა - მე-2 განახლ. გამოც. - [თბ., 2006]
  4. საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის უფლებების შეზღუდვა ან დარღვევა მასზე უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, სქესის, რასის, გენდერის, სოციალური სტატუსის, რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საქმიანობის ნიადაგზე. უფლებების შეზღუდვა შესაძლოა მხარდაჭერილი იყოს კანონის მიერ (სამართლებრივი დისკრიმინაცია - დე იურე), ან ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ გაბატონებულ მორალურ ნორმებს (არაოფიციალური დისკრიმინაცია - დე ფაქტო).
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
  5. ადამიანის უფლებათა შეზღუდვა ან შელახვა სოციალური, რასობრივი, ეროვნული, ენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვაგვარ შეხედულებათა, აგრეთვე ქონებრივი, ასაკობრივი ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით. დ გვევლინება ინდივიდთა თანასწორობის უარყოფად და შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან (იხ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ; ევროპული კონვენცია (1950) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ. იხ. აგრეთვე: კონვენცია (1969) რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; 1973 წლის საერთაშორისო კონვენცია დანაშაულებრივი აპარტეიდის აღმოფხვრისა და დასჯის შესახებ, 1978 წლის დეკლარაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთგაგების გაძლიერების, ადამიანთა უფლებების განვითარების, რასიზმთან, აპარტეიდთან და ომის წაქეზებასთან ბრძოლის შესახებ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1958 წლის კონვენცია შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ; იუნესკოს 1960 წლის კონვენცია განათლების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ და სხვა საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც კრძალავენ დ-ის ყველა ფორმას). საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, (მე-14 მუხ.), ,,ყველა ადამიანი დაბადებით და კანონის წინაშე თანასწორია, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  6. გულისხმობს ადამიანისთვის პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური ან კულტურული უფლებების და თავისუფლებების ჩამორთმევას. დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპს: რომ ყველა ადამიანი თანასწორია ღირსების თვალსაზრისით და მათზე ვრცელდება ერთი და იგივე ფუნდამენტური უფლებები. დისკრიმინაციის სხვა ფორმებია სექსიზმი, ეიჯიზმი, ჰომოფობია, ანტისემიტიზმი და რელიგიური შეუწყნარებლობა და ქსენოფობია, რომელიც უცხოელების და უცხო ქვეყნების მიმართ შიშს ან სიძულვილს ნიშნავს. დისკრიმინაცია შეიძლება გამოვლენილი იყოს საჯაროდ – ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შეგნებული დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითებია, როცა კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის ბავშვს არ უშვებენ სკოლაში, ან როცა უძრავი ქონების კომპანია არ აქირავებს ბინებს ემიგრანტებზე. არაპირდაპირი დისკრიმინაცია ორიენტირებულია იმ შედეგზე, რომელიც მოჰყვება პოლიტიკურ კურსს ან ზომას, რომელიც შეიძლება ნეიტრალური ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში სისტემატურად აყენებს გარკვეული უმცირესობის ადამიანებს სხვებთან შედარებით არასასურველ მდგომარეობაში.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9