1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით

  1. საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლი აცხადებს ადამიანის ყველა უფლების ნამდვილობას ,,ყოველგვარი განსხვავების გარეშე”. შემდგომ მასში სპეციალურად მოიხსენიება რამდენიმე ნიშანი, რომლებიც გამოიყენება ადამიანებს შორის გამიჯვნის თვითნებურად განხორციელებისათვის. ერთ-ერთი მათგანი - ესაა სქესი, და არსებობს მნიშვნელოვანი საფუძვლები იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ ამის შესახებ განსაკუთრებულად, რადგანაც დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით (,,სექსიზმი”) ზოგიერთ შემთხვევაში რჩება სოციალური უსამართლობის ფართოდ გავრცელებულ ფორმად. დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით, როგორც რასიზმი, შეიძლება არსებობდეს საზოგადოების კულტურისა და ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. ასეთი დისკრიმინაცია შეიძლება გამოიხატოს ასევე ადამიანთა ურთიერთობებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მას. აზრი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ერთი სქესის ადამიანი შეიძლება გამოყენებული იქნას სამუშაოზე ან კიდევ სხვა რამეში გამორჩევის ან უპირატესობის მინიჭებისათვის, უდავოა, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა პრინციპებს.
    Source: ბავშვის უფლებები: [კრებული / თარგმნეს სვეტლანა ლოგუამ და სხვ.] - თბ.: საია, 2000
  2. სქესის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია ხდება მაშინ, როდესაც პირის მიმართ მოპყრობა განსხვავდება მხოლოდ სქესისა და მამაკაცთა და ქალთა მახასიათებლების საფუძველზე, რასაც არ შეიძლება ობიექტური გამართლება ჰქონდეს. არაპირაპირიდისკრიმინაციის დროს კანონი, პოლიტიკა თუ პროგრამა პირდაპირ არ მიუთითებს რაიმე დისკრიმინაციაზე, მაგრამ მისი განხორციელება დისკრიმინაციულ შედეგს იძლევა.
    Source: საბედაშვილი თამარ. გენდერი და დემოკრატიზაცია: საქართველო 1991-2006: [ქართ. და ინგლ. ენ.] / თამარ საბედაშვილი; [ინგლ. გამოც. რედ. ჯონ ჰორანი; ინგლ. თარგმნა ხათუნა ჩხეიძემ; წინასიტყვ. მირა ზოვაკარი; ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9