1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დუა დუბ დუგ დუმ დურ დუხ

დუხობორები

მისტიკურ-რაციონალური მიმდინარეობა რუსეთში და რუსი ხალხის ეთნოგრაფიული ჯგუფი. ჩამოყალიბდა ვორონეჟის, ტამბოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში. დამაარსებლები: გლეხი სილუან კოლესნიკოვი, ვაჭარი ილარიონ პობიროხინი და გადამდგარი უნტეროფიცერი საველი კაპუსტინი. გამოეყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას XVIII საუკუნის 50–80იან წლებში. არსებითი ნიშანი: საღვთო წერილსა და საღვთისმსახურო წიგნებზე უარის თქმა, მოძღვრებისა და საღვთისმსახურო წესების ზეპირად გადაცემა, ადამიანის სულის ღვთის ნაწილად მიჩნევა, რეინკარნაციის რწმენა; პირველცოდვის მემკვიდრეობით გადაცემის არაღიარება და თეოლოგიურ სისტემაში სიმბოლოების სიჭარბე. განსახლება: რუსეთის ცენტრალური ნაწილი, საქართველო და კანადა. რაოდენობა: 4045 ათასი.სიტყვა „დუხობორცი“ პირველად ეკატერინოსლავის ეპისკოპოსმა ამბროსიმ გამოიყენა 1775 წელს, ცხადია, ნეგატიურ კონტექსტში – „სულის წინააღმდეგ მებრძოლის“ აზრით. ეს სახელწოდება სწრაფად გავრცელდა სამხრეთ რუსეთის გლეხობასა და დონის კაზაკებს შორის. მოიწონეს მათაც, რომელთა მისამართით ეს სიტყვა წარმოითქვა და იგი ასე გაიაზრეს: „სულით მებრძოლი“, ანუ სულისა და ჭეშმარიტებისათვის მებრძოლი. ამის შემდეგ „დუხობორი“ აღნიშნული კონფესიის სახელწოდებად დამკვიდრდა. ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან დუხობორები თავიანთ მისიას „ცოცხალი რწმენის“ აღორძინებასა და გაძლიერებაში ხედავენ, რაც მათგან სულიერ (და მხოლოდ სულიერ) ბრძოლას მოითხოვს. დუხობორთა პირველი თემი გლეხმა სილუან კოლესნიკოვმა და მატყლით მოვაჭრე ილარიონ პობიროხინმა ჩამოაყალიბეს. ფიქრობენ, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ვიღაც უცხოელ კვაკერთან, რომელიც XVIII საუკუნის შუა წლებში ხარკოვის გუბერნიის სოფ. ვოხოჩემში ცხოვრობდა. მისი მიმდევრები თავიანთ თავს სულიერ ქრისტიანებს უწოდებდნენ და ისინი, ძირითადად, ხარკოველი და ეკატერინოსლაველი გლეხები, ვაჭრები და ხელოსნები იყვნენ.
Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9