1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თეზ თეთ თეი თემ თეო თერ თეტ თეფ თეშ

თეორია X

საინჟინრო ფსიქოლოგიის წარმომადგენელმა დუგლას მაკგრეგორმა (Douglas McGregor 1906-1964) შემოიღო. ყურადღება ადამიანის ბუნებას მიაპყრო და აღნიშნა მისი მოქმედება მენეჯერების მოტივაციურ მეთოდზე.
იგი ამტკიცებდა, რომ საკადრო მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ძვრების მიუხედავად, მენეჯერთა უმრავლესობა ტრადიციულ თვალსაზრისს ვერ გასცილდა; ამას მან „თეორია X“ უწოდა.მენეჯერები, სამუშაოთი უკმაყოფილო იმ მომსახურე პერსონალის მიმართ, ვინც სწორად მართვას საჭიროებს, ხშირად იძულების, კონტროლისა და დასჯის მუქარის მოტივაციურ იარაღს იყენებენ. „თეორია X“ - ში ორგანიზაციის ცენტრალური პრინციპი არის მართვა და კონტროლი აალაუფლების გამოყენებით, რასაც მან „სკალური პრინციპი“ უწოდა. მეკგრეგორის თეორია X:
1. საშუალო ადამიანს საქმის მიმართ თანდაყოლილი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და მას თავს არიდებს, თუკი ეს შესაძლებელია.
2. საქმისადმი თანდაყოლილი გულგრილი დამოკიდებულების გამო ადამიანთა უმეტესობა ორგანიზაციული მიზნების შესრულებისათვის იძულებას, კონტროლს, მითითებებსა და დასჯის მუქარას საჭიროებს.
3. საშუალო ადამიანს ურჩევნია, მართონ. სურს, აიცილოს პასუხისმგებლობა. პატივმოყვარეობა ნაკლებად აწუხებს და სხვასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიები უნდა.
Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001
მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9