1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი

წარმოადგენს სპეციალისტთა გუნდს, რომლის შემადგენლობაში შედიან: ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი და ზოგადი განათლების პედაგოგი. მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა შეიძლება იცვლებოდეს საჭიროებების შესაბამისად. გუნდის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნან: ნევროლოგი, ფსიქიატრი, სურდოპედაგოგი და/ან ნებისმიერი სხვა სპეციალისტი. სკოლას სასკოლო შტატში შესაძლებელია ყავდეს მუდმივ მოქმედი მულტიდისციპლინური გუნდი. ასევე შესაძლებელია მობილური მულტიდისციპლინური გუნდების არსებობა განათლების სისტემის მართვის ორგანოებთან (სამინისტრო, რესურს-ცენტრი).
Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9