1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კრე კრი კრო კრუ

კრიშნა

უზენაესი პიროვნება; თავდაპირველი უფალი, მიზეზთა მიზეზი. ყველაფერი მას ეკუთვნის და ემორჩილება; ყველა ნახევარღმერთი - ბრაჰმა, შივა, ჩანდრა, ვარუნა და სხვა - მისი მსახურები არიან. კრიშნა ზესულის სახით ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება. მისი ცნობიერება თვლემს ნებისმიერი ადამიანის გულსა და გონებაში. კაცის მიზანია მოიძიოს, გამოაფხიზლოს და ააღორძინოს ეს ცნობიერება. კრიშნა მატერიალური სამყაროს მიღმა, სულიერ სამყაროში, პლანეტა ვრიშნალოკაზე იმყოფება, მაგრამ ენერგიებით ყველგანაა. ცოცხალი არსებები მისი მარადიული მსახურები არიან, მაგრამ მასთან სხვადასხვა სახის ურთიერთობა აკავშირებთ: შეიძლება იყვნენ ნეიტრალურნი ან - მსახურები, მეგობრები, შეიძლება მისი მშობლის ან სატრფოს როლი დაეკისროთ. სიყვარული იმასაც კი ავიწყებინებს მათ, რომ კრიშნა ღმერთია. თავი რომ დავაღწიოთ სამსარას ანუ სიკვდილ-სიცოცხლის ბორბალს და სულიერ სამყაროში დავბრუნდეთ, უნდა მივენდოთ კრიშნას, გავხდეთ მისი მსახური. მაშინ მატერიალური ენერგია.
Source: სოლიდარობა №10(19),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9