1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მეწარმეობა

  1. ინდივიდის უნარი იდეები აქციოს საქმედ, ის მოიცავს როგორც შემოქმედებითი მიდგომის, ინოვაციისა და რიკის უნარებს, ასევე დასახული მიზნის მისაღწევად დაგეგმვისა და პროექტების მართვის უნარს. ის ეხმარება ყველას ყოველდღიურ ცხოვრებაში ოჯახსა თუ საზოგადოებაში; მუშახელი კარგად იცნობს თავისი სამუშაოს კონტექსტს და აქვს უნარი გამოიყენოს მისთვის შეთავაზებული სიტუაცია; ეს წარმოადგენს უფრო მეტი სპეციფიური უნარ–ჩვევებისა და ცოდნის მიღების საფუძველს, რათა დაკმაყოფილდეს სოციალური და კომერაციული საქმიანობის წამომწყები მეწარმეების მოთხოვნები. მეწარმეობა შედგება აქტიური და პასიური კომპონენტებისაგან: ის მოიცავს მიდრეკილებას, თავად აწარმოო რაღაც ახალი და ამავდროულად უნარს, მიიღო, მხარი დაუჭირო და მოირგო სხვის მიერ წარმოებული ან დანერგილი რაიმე სიახლე. მეწარმეობა ნიშნავს პასუხისმგელობის აღებას დადებითსა და თუ უარყოფით მოქმედებაზე, სტრატეგიული ხედვის განვითარებას, მიზნების დასახვას, მათ განხორციელებას და ასევე წარმატებაზე ორიენტირების უნარს.
    Source: საკვანძო კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის : ევროპული ჩარჩო ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაციები / [ინგლ. თარგმნეს: თეა გულუამ (რედ.) და შორენა ჭოხონელიძემ] ; ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი (CTC) - თბ. : სიესტა, 2006
  2. ინოვაციური ბიზნესი, რაც ნიშნავს რაიმე ახლის შეთავაზებას მომხმარებლისათვის. ბიზნესი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მეწარმეობა, ვინაიდან იგი მოიცავს ნებისმიერ ერთჯერად ბიზნესოპერაციებსაც და მეწარმეობასაც. ამრიგად, მეწარმეობა არის ახალი საქონლის შექმნა და ახალი მომხმარებლის, ახალი ბაზრის შექმნა.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9