1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოზიტიური დისკრიმინაციის ზომები

დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, განსაკუთრებით ისეთი დისკრიმინაციისა, რომელიც არაპირდაპირი და შეფარულია, ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო პოზიტიური დისკრიმინაციის ზომები. აღნიშნული დისკრიმინაცია საკომპენსაციო დისკრიმინაციის სახელითაც არის ცნობილი. ზოგ სიტუაციაში პოზიტიური დისკრიმინაცია ნიშნავს გამიზნულ კეთილგანწყობას კონკრეტული ჯგუფის ან ჯგუფების მიმართ, რომლებიც განიცდიდნენ ისტორიულ და ყოვლისმომცველ დისკრიმინაციას (მაგალითად, უპირატესობის მინიჭებას კანდიდატებისთვის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც იშვიათად შედიან უმაღლეს სასწავლებლებში, კვოტების დაწესება კონკრეტულ სახელმწიფო თანამდებობებზე უმცირესობათა ჯგუფებისთვის, მაგალითად ქალების ან სოფლის მოსახლეობისთვის. წინასწარ განზრახულ შედეგს წარმოადგენს შეფარული დისკრიმინაციის კომპენსირება და უფრო მეტად დაბალანსებული სოციალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. სხვა სიტუაციებში პოზიტიური დისკრიმინაცია ნიშნავს ისეთი პირობების შექმნას პრობლემების მქონე ხალხისთვის (მაგალითად, ფიზიკურად უნარშეზღუდულთათვის), რომ მათ სხვათა მსგავსი უფლებები და შესაძლებლობები ჰქონდეთ. პოზიტიური დისკრიმინაციის კიდევ ერთი ფორმა ცდილობს, „გამოასწოროს“ მანამდე არსებული უსამართლობა. ყველა აღნიშნული ღონისძიებისა და პრაქტიკის მიზანია, ხელი შეუწყონ თანასწორობას„უთანასწორობის საშუალებით.
Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9