1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოლიტიკური ეკონომია

  1. შეისწავლის ეკონომიკური მოვლენების პოლიტიკურ საფუძვლებს ან მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ბაზრის ფუნქციონირებაზე. შეიძლება ასეც ითქვას - პოლიტიკური ეკონომია შეისწავლის პოლიტიკური მოვლენების ეკონომიკურ საფუძვლებს.
    Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
  2. ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი სახელწოდება, რომელიც ხმარებაში შემოიტანა ფრანგმა ეკონომისტმა ა. მონკრეტიენმა. საბჭოთა ეკონომიკურ მეცნიერებაში პოლიტიკური ეკონომია იდეოლოგიზებულ, პოლიტიზებულ მეცნიერებად იქცა, რომელიც გაჯერებული იყო გაბატონებული პარტიის, კერძოდ, სკკპ ყრილობების, სკკპ ცკ პლენუმების დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით. განსაკუთრებით ეს შეეხება ე.წ. სოციალიზმის პოლიტიკურ ეკონომიას, რომელიც გამოაცალკევეს საერთო (ერთიანი) პოლიტიკური ეკონომიიდან, რაც მოკლებული იყო ყოველგვარ ლოგიკას. მეტისმეტი პოლიტიზების გამო დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკური ეკონომიის ნაცვლად შემოიღეს „ეკონომიკსი“. ევროპისა და დსთ-ს ბევრი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებში შენარჩუნებულია პოლიტიკური ეკონომია, საგანი „ეკონომიკსი“@კი შემოღებულია მხოლოდ ინგლისურენოვან ქვეყნებში.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9