1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რელიგიური დისკრიმინაცია

რელიგიური დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა საერთაშორისო კონფლიქტების ერთ-ერთი უძველესი მიზეზია და, როგორც ეს ასე კარგად ჩანს ისრაელი/პალესტინის დამოკიდებულებიდან, იგი კონფლიქტის მიზეზია დღესაც. რელიგია ერთ-ერთ ფაქტორად ჩანს ადამიანის უფლებების განვითარების ისტორიის უადრეს საფეხურებზეც, რასაც მოჰყოლია მთელი რიგი საერთაშორისო შეხვედრები თუ ომები, გამოწვეული სახელმწიფოს უმრავლესობათა შორის იდეოლოგიური განსხვავებით. ბოლო წლებში რელიგიური განსხვავებები სახელმწიფოთა მთავარ ჯგუფებს შორის გახდა სამოქალაქო არეულობის და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნის მიზეზი. ამის თვალნათელი მაგალითია ბალკანეთი. რელიგია ყველაზე პრობლემატური საკითხია დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ კანონებში. საყოველთაო დეკლარაციის შედგენისას არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ ბევრ სახელმწიფოში არსებობს სახელმწიფო რელიგია და ასეთი ქვეყნები იმართება სასულიერო და არა საერო კანონებით. აქედან გამომდინარე, ბევრ სახელმწიფოში შეინიშნება ანომალიები. ქაიროს დეკლარაცია ისლამით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც 1990 წელს მიიღეს ისლამურმა ქვეყნებმა, იცავს შარიათის კანონებს და, აქედან გამომდინარე, კანონის წინაშე უპირატესობა ენიჭებათ კაცებს. ამის შედარება შეიძლება გენდერულად ნეიტრალურ ადამიანის უფლებათა არაბულ ქარტიასთან (1994), რომელიც ზღუდავს ისლამური შარიათის კანონების მოხსენიებას პრეამბულის პუნქტებით. ადამიანის უფლებათა არსებულ სისტემაში ალბათ თავი იჩინა სხვადასხვა სახის მიკერძოებამ, რადგან მასში უფრო „დასავლური“ საფუძველი იგრძნობა, თუმცა, როგორც ამას გვიჩვენებს პრაქტიკა, ეს ყოველთვის ასე არ არის. რამდენადაც ეს შესაძლებელია, ადამიანის საერთაშორისო უფლებები არ უნდა იყოს დამოკიდებული რაიმე მნიშვნელზე. მაგალითად, საქმეში „ჰოფმანი ავსტრიის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ავსტრიამ დაარღვია ევროპის კონვენცია, როცა მშობლის უფლების მინიჭებაზე უარი უთხრა დედას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი „იეღოვას მოწმეთა“ სექტის მიმდევარი იყო.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9