1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საბაზრო ეკონომიკა

  1. ლუდვიგ ფონ მიზესის თანახმად არის წარმოების საშუალებების კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული, შრომის დანაწილების სოციალური სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ მასში, თითოეული მოქმედება თავისი ინტერესებისათვის, ამ მოქმედების შედეგები მიმართულია იმისაკენ, რომ საუკეთესოდ დააკმაყოფილოს, როგორც საკუთარი, ისე მის გვერდით მდგომის მოთხოვნილებები. შედეგად ბაზარი ინდივიდუმების საქმიანობას მიმართავს იქით, სადაც ისინი, ყველაზე უკეთ მოემსახურებიან თავისსავე მსგავს მომხმარებელს.
    Source: ლიბერალიზმის საფუძვლები: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004. - (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი).
  2. ეკონომიკა, რომელიც ფუნქციონირებს სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა კანონების საფუძველზე. მისთვის დამახასიათებელია ბიზნესის თავისუფლება და კონკურენცია. თუ ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის (ცენტრალიზებული დაგეგმვის) პირობებში სახელმწიფო მართავდა ეკონომიკას, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მართვა იცვლება რეგულირებით, ხოლო მართვა საწარმოს (ფირმის) პრეროგატივაა მენეჯმენტის სახელწოდებით, რომელიც არ არის მართვის სინონიმი.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9