1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საფასო დისკრიმინაცია

როდესაც განსხვავებული რასისა და სქესის ადამიანები იძულებულები არიან, განსხვავებული ფასი გადაიხადონ ერთსა და იმავე საქონელში ან მომსახურებაში, და ეს განსხვავებები არ არის მომხმარებლების მომსახურების განსხვავებული ღირებულების შედეგი, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ საფასო დისკრიმინაციაზე. ამ სახის დისკრიმინაციის კლასიკური მაგალითი გამოვლინდა ჩიკაგოში, XX საუკუნის 90-იან წლებში, ავტომანქანების გაყიდვების სასწავლო ექსპერიმენტის ჩატარების დროს. ექსპერიმენტში 90 ახალი ავტომანქანის გაყიდვების სააგენტო და 200 „მომხმარებელი“ მონაწილეობდა, რომლებსაც ასწავლეს, შემოთავაზებულ ფასებში ევაჭრათ განსხვავებების მინიმიზირებით. ამით გამოირიცხა განსხვავებები მომხმარებელთა უნარში, წარემართათ მოლაპარაკებები. მომხმარებლებს გარიგება უნდა მოეხდინათ ზუსტად ერთი და იმავე მოდელის, მოწყობილობების და ფერის ავტომანქანებზე. ექსპერიმენტის შედეგი განსაცვიფრებელია: თუ ყველაზე იაფად ავტომანქანა თეთრკანიან მამაკაცს შესთავაზეს, თეთრკანიან ქალს დამატებით $150, შავკანიან მამაკაცს - დამატებით $425, ხოლო ყველაზე ღარიბ შავკანიან ოჯახს - დამატებით $950 მოსთხოვეს!
Source: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 4(13), - [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], - ISSN 1512-4487,- აპრილი, 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9