1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ქა ქე ქვ ქთ ქი ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქალ ქამ ქან ქარ ქაშ

ქალის დისკრიმინაცია

  1. რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა.
    Source: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დოკუმენტები / [საქ. ახალგ. იურისტთა ასოციაცია] - თბ. : [საია], 1999 - წ. 2 - , 2005,

  2. (ლათ. discriminatio - განსხვავება) საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სქესობრივი ნიშნის მიხედვით უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა, კერძოდ: შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სულიერსა თუ საოჯახო-საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში. სოციალურ დისკრიმინაციას მივყავართ ქალის სოციალური სტატუსის დაქვეითებისაკენ, ამასთან, იგი წარმოადგენს პიროვნებაზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას. კონვენციის მიხედვით, ,,ქალის დისკრიმინაცია” ნიშნავს სქესის ნიშნით ყოველგვარ განსხვავებას, გამონაკლისს ან შეზღუდვას, რაც ქალების მიერ, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო თუ ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, გამოყენების ან განხორციელების შესუსტებისა ან მოსპობისაკენაა მიმართული.
    Source: მეტონიძე ვერონიკა. ქალის უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სისტემები და საქართველოს კონსტიტუციური მექანიზმები // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–1998
  3. ქალთა კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯნვას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალისათვის, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება, ან სრული უარყოფა.“
    Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9