1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წამ წარ წაყ წაშ წაწ

წამება

  1. (სსკ მ. 126) გამოიხატება დაზარალებულის სისტემატიურ ცემასა და ან სხვაგვარ ძალადობაში, რასაც შედეგად მოსდევს დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა.
    Source: ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები,-[კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი] - თბ., - 2005
  2. განსაკუთრებულად არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ინფორმაციის ან აღიარებითი ჩვენების მოპოვების, ან დასჯის მიზნით ხორციელდება და, საზოგადოდ, არაადამიანური მოპყრობის უმძიმეს გამოვლინებას წარმოადგენს.
    Source: ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა. [თბ.: ALPE], 2005.
  3. გაეროს გენერალური ასამბლეის 1984 წლის 10 დეკემბრის რეზოლუცია: ,,ამ კონვენციის მიზნებისათვის განსაზღვრება ნიშნავს ნებისმიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს თუ მორალურს, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ინფორმაცია ან აღიარება, დასაჯონ ეს პირი მის მიერ ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან ისეთი მოქმედებისათვის, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როცა ასეთ ტკივილს ან ტანჯვას ამ პირს აყენებენ სახელმწიფო თანამდებობის ან სხვა ოფიციალური პირები, ან ხდება მათი წაქეზებით, ნებართვით თუ უსიტყვო თანხმობით. ამ განმარტებაში არ შედის ტკივილი ან ტანჯვა, რომელსაც ბუნებრივად განიცდის პირი კანონიერი სანქციის შედეგად ან თუ განუყოფელია ამ სანქციისაგან“.
    Source: შევაჩეროთ წამება, – [შემდგ: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი], – ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის , – თბ., 2003.
  4. წამებას წარმოადგენს:
    ● სასტიკი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენება;
    ● ტკივილის მიზანმიმართულად და განზრახ მიყენება;
    ● ცალკეული მიზნის განხორციელება, როგორიცაა: ინფორმაციის მოპოვება, დასჯა ან დაშინება.
    Source: რეიდი აისლინგ. წამების აკრძალვა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის განხორციელებ: გზამკვლევი / [ავტ.: აისლინგ რეიდი; მთარგმნ.: ლაშა ჭელიძე და სხვ.; რედ.: ლაშა ჭელიძე] - [თბ.: ევროპის საბჭო, 2005]
  5. ნიშნავს ნებისმიერ აქტს, რომლის შედეგადაც სახელმწიფო მოხელის მიერ ან მისი პროვოცირებით ადამიანს განზრახ აყენებენ მწვავე ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტკივილს ან ტანჯვას, რაც მიზნად ისახავს მისგან ან მესამე პირისაგან ინფორმაციის თუ აღიარების გამოძალვას, მის დასჯას რაიმე ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა ან არსებობს ეჭვი, რომ ჩაიდინა, ანდა მის ან სხვა პირების დაშინებას. წამება არ გულისხმობს ისეთ ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც გამოწვეულია კანონიერი სანქციებით ან დამახასიათებელია ამ სანქციებისთვის, თუ ეს სანქციები შეესაბამება ტუსაღთა მიმართ მოპყრობის მინიმალურ სტანდარტულ წესებს. გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისგან ყველა ადამიანის დაცვის შესახებ“.
    Source: ტეილორი მარკ ადამიანის უფლებები პოლიციის მოღვაწეობაში, სტრასბურგი, 2002 წლის მარტი: საინფ. ხასიათის ბროშურა - [თბ., 2004]
  6. წამების სამართლებრივი ცნება მოცემულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ (საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 1994 წლის 22 სექტემბერს). კონვენციის პირველ მუხლში ვკითხულობთ: „წამება არის თანამდებობის პირის ან ოფიციალური უფლებამოსილების შემსრულებლის ან მისი წაქეზებით ან თანხმობით სხვა პირის განზრახი ქმედება, რომელიც ადამიანს აყენებს მძიმე ტკივილს ან ტანჯვას, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს...“
    Source: ნარინდოშვილი, მალხაზ ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.] : თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ. - ISBN 99940-885-1-3 : [ფ.ა.][MFN: 30981]
  7. მძიმე ტკივილის ან ტანჯვის, იქნება ეს ფიზიკური თუ სულიერი, მიყენება იმ პირისათვის, რომელიც დამნაშავის პატიმრობის ან კონტროლის ქვეშ იმყოფება; ამასთან, წამებად არ ითვლება ტკივილი ან ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია კანონიერი სანქციებით, ან განუყოფელია ამ სანქციებისაგან, ან შემთხვევით წარმოიქმნება მათი აღსრულების პროცესში.
    Source: კონორ ფოული/ წამების დასამარცხებლად : სახელმძღვ. მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის; [რედ.: გიორგი ჯოხაძე, ლაშა ჭელიძე ; საქ. სახალხო დამცველის აპარატი] - თბ., 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9