1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წამ წარ წაყ წაშ წაწ

წამების მოტივები

წამების მოტივები მრავალგვარია. ძალაუფლების დემონსტრირების ან უბრალოდ სისუსტის დაფარვის სურვილი ხშირად გადაიზრდება ხოლმე წამებაში ან სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმაში.თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, წამება ძირითადად პოლიტიკური რეპრესიის, დასჯისა და შურისძიების საშუალება იყო. დღეს იგი, როგორც წესი, ინფორმაციისა და აღიარების მიღების იარაღად გამოიყენება.წამება ხშირად ადამიანის დაშინების, ასევე მასში უსარგებლობისა და დაუცველობის გრძნობის გაღვივების და შედეგად მისი პიროვნულობის დანგრევის მიზნით გამოიყენება. ყველა მსგავსი ქმედება, რითაც არ უნდა იყოს იგი მოტივირებული, დიდ ზეგავლენას ახდენს წამების მსხვერპლზე. ფიზიკურ რეაბილიტაციას ხშირად წლები სჭირდება, წამების ფსიქოლოგიური შედეგები კი მსხვერპლის მთელ ცხოვრებას გასდევს კვალად.
Source: ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ. - ISBN 99940-885-1-3: [ფ.ა.][MFN: 30981]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9