1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია

E. European Convention for the protection of Human Rights and Fundamental Freedoms
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიების შესახებ, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ 1950 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლის ამოცანას შეადგენდა 1948 წელს გაეროს ეგიდით გამოცხადებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპების განხორციელება. კონვენციის დებულებები, ძირითადად კონცენტრირებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა პროცესუალური საკითხებისა და გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების განსაზღვრა. მოსარჩელეს აქვს უფლება ხელშეკრულების წევრი ქვეყნის მიერ კონვენციის დარღვევის ბრალდებით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროკომისიას, რომლის შემდგომ ინსტანციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლო, რომელსაც შეუძლია მიმართონ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე ცალკეულმა პირმა ან პირთა ჯგუფმა. ორივე ორგანიზაცია შექმნილია კონვენციის ფარგლებში.კომისიის ამოცანას წარმოადგენს: სასამართლოს უფლებამოსილებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საჩივრის განხილვა; დარღვევის ფაქტების შემოწმება; მხარეთა ურთიერთმორიგებისათვის საჭირო ზომების განხორციელება. შესაბამისი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს იურისდიქციის აღიარების შემთხვევაში, სასამართლოს აქვს უფლება გამოიტანოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება, რომლის იურიდიული ძალა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების ტოლფასია.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9