1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლო

E. European Court of Human Rights
1950 წელს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტირების ხელშეკრულებას, რათა ცხოვრებაში დამკვიდრებულიყო 1948 წელს გაეროს მიერ მიღებული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მომჩივანს სარჩელი შეუძლია შეიტანოს ევროპის კომისიაში; შემდგომი ინსტანციაა ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლო, რომელსაც შეიძლება მიმართონ როგორც ცალკეულმა პირებმა, ისე მათმა ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სასამართლოს, თუ მისი იურისდიქცია აღიარებულია მოცემული ქვეყნის მიერ, უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამ გადაწყვეტილებებს ისეთივე ძალა აქვთ, როგორც ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9