1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადამიანური ღირსება

E. Human dignity
ერთ-ერთი ფუძემდებლური კონცეფცია (თანასწორ და განუყოფელ უფლებათა კონცეფციასთან ერთად), რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვა ეყრდნობა. ა.ღ. ყველა ადამიანს მოეპოვება და არავის აქვს მისი შელახვის უფლება. ამ კონცეფციისათვის ძირითადია განუყოფელი, დაბადებითი ადამიანური ღირსების ცნება (განსხვავდება პიროვნული ღირსებისაგან), რომელიც თავად კაცობრიობის ბუნებიდან გამომდინარეობს და ერთნაირად აქვს ყველა ადამიანს - იქნება ეს ახალშობილი, ამქვეყნად ჯერ რომ არაფერი შეუქმნია, თუ ჩამოყალიბებული დამნაშავე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში თანდაყოლილი ღირსება და თანასწორი და განუყოფელი უფლებები თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლადაა მიჩნეული.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9