1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

გა გე გვ გზ გი გლ გნ გო გრ გუ
გაგ გად გაე გავ გაზ გაკ გალ გამ გან გარ გას გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაშ გაძ გაწ

გაეროს ორგანოები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

E. UN bodies for the protection of Human Rights
როგორ ასრულებს ესა თუ ის სახელმწიფო საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებს, კერძოდ, აღნიშნულ სფეროში, ეს მის საშინაო საქმედ არის მიჩნეული. მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სახელმწიფოები აღიარებენ საერთაშორისო ორგანოების იმ უფლებას, რომ მათ კონტროლი გაუწიონ სახელმწიფოების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას. გაეროს ფუნქციები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გათვალისწინებულია გაეროს წესდების პრეამბულასა და შემდეგ მუხლებში: 1-ლი (მე-3 პუნქ.), მე-13, 55-ე, 56-ე, 62-ე და 72-ე. გაეროს ის ძირითადი ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადამიანის უფლებათა საკითხები, არის გაეროს გენერალური ასამბლეა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო ადამიანის უფლებათა საკითხების უმრავლესობა განიხილება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებზე. პირველადი საკითხებს იხილავენ მესამე კომიტეტში (სოციალური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხების კომიტეტი). ზოგიერთი საკითხი გადაეცემა სხვა კომიტეტსაც. ყოველი კომიტეტი საკითხს განიხილავს დღის წესრიგის მიხედვით და განხილვის დამთავრებისთანავე უგზავნის გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომას სპეციალურ მოხსენებას, სადაც აღნიშნულია კენჭისყრის შედეგებიც გენერალურ ასამბლეას უფლება აქვს, საკითხის მოსამზადებლად შექმნას დამხმარე ორგანოები, რასაც იგი ხშირად აკეთებს. გენერალური ასამბლეის სესიებს შორის პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში აქტიურ ხელმძღვანელობას ეწევა ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეკოსოსი). საბჭოს მთავარი დამხმარე ორგანო ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში არის ადამიანის უფლებათა კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა. ამჟამად კომისიას ჰყავს 53 წევრი: 15 წევრი აფრიკიდან, 12 - აზიიდან, 11 - ლათინური ამერიკიდან, 10 - დასავლეთ ევროპიდან და ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან, 5-5 აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. კომისიის წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით, ყოველწლიურად ხდება კომისიის შემადგენლობის ერთი მესამედის განახლება. კომისია უფლებამოსილია, ამა თუ იმ სახელმწიფოში შექმნილი სიტუაციის გასარკვევად, შექმნას სპეციალური ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მთავრობათა მიერ არ არიან დანიშნულნი 1947 წელს ადამიანის უფლებათა კომისიამ შექმნა დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და უმცირესობათა დაცვის გაეროს ქვეკომისია (1999 წლიდან მისი სახელწოდებაა „ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის ქვეკომისია“), რომლის დღის წესრიგი ყოველთვის გადატვირთულია. ქვეკომისიას სპეციალური მომხსენებლები წინასწარ განხილვისათვის გადასცემენ მოხსენებებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: ხალხთა თვითგამორკვევის უფლების განვითარების ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა, ეროვნულ უმცირესობათა პრობლემა, აბორიგენი მოსახლეობის დისკრიმინაციის დაუშვებლობა და ა.შ. ქვეკომისიის დღის წესრიგში ყოველთვის დგას საკითხი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის შესახებ ამა თუ იმ ქვეყანაში. 1970 წლიდან ქვეკომისია იხილავს საჩივრებს ადამიანის უფლებათა უხეში და სისტემატური დარღვევის შესხებ. ქვეკომისიის კომპეტენციაში არ შედის კონკრეტული კერძო საჩივრების განსჯა, იგი საჩივრების საერთო ანალიზის საფუძველზე არკვევს, თუ რამდენად მასობრივი, უხეში და სისტემატურია ეს დარღვევები, და თავის დასკვნებს გადასცემს ადამიანის უფლებათა კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, აწყობს მათ განხილვას, რაც შეიძლება დამთავრდეს „დამნაშავე“ სახელმწიფოსათვის მითითების მიცემით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, თუკი საერთაშორისო დანაშაული არ არის ჩადენილი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოებზე ზემოქმედების აღნიშნული სისტემა საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა, თუმცა დღეს იგი ადგილს უთმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო მექანიზმებს.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9