1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დაბ დაგ დად დავ დაზ დაი დაკ დამ დან დაპ დარ დას დაუ დაფ დაქ დაშ დაც დაწ დახ დაჯ

დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი

E. Lower-intensity conflict
შეიარაღებული დაპირისპირება სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური მოტივებით იმ დონეზე დაბლა, რომელსაც ომს უწოდებენ (1000 კაცის სიკვდილი წელიწადში) და იმ დონეზე მაღლა, რომელიც სერიოზულ უთანხმოებად და პოლიტიკურ დაძაბულობად ითვლება. ეს ტერმინი ასევე გამოიყენება ზოგიერთი ისეთი სამხედრო ოპერაციის აღსანიშნავად, როგორიცაა: 1. უცხო ქვეყნის დახმარება შიდა არეულობებისაგან სხვა ქვეყნის დასაცავად: კონტრგადატრიალება, რომელიც სახელმწიფოს მიერ მეგობარი სახელმწიფოსადმი დახმარებას გულისხმობს, როდესაც ამ უკანასკნელს ამბოხება, ან აჯანყება ემუქრება; 2. აჯანყების (გადატრიალების, ამბოხების) მხარდაჭერა: მატერიალური დახმარების აღმოჩენა სხვა ქვეყნის აჯანყებული ძალებისადმი; 3. შეზღუდული სახის ოპერაციები: ხანმოკლე საომარი მოქმედებანი, სამაშველო მისიები, ძალის დემონსტრირება, სადამსჯელო დარტყმები; 4. ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებანი: საერთაშორისო ტერორიზმის აღსაკვეთად, ან მასთან საბრძოლველად შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდაცვითი და შეტევითი ზომები; 5. ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებული ღონისძიებები: სამხედრო ძალების გამოყენება ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოდინების აღსაკვეთად; 6. სამშვიდობო ოპერაციები: ძალის გამოყენება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ან დაპირისპირებულ მხარეთა შორის ბუფერული ზონის შექმნის მიზნით.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9