1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

და დე დი დო დრ დს დუ
დი დია დიდ დივ დიზ დით დილ დინ დიო დიპ დირ დის დიუ დიფ დიქ

დისკრიმინაცია

  1. E. Discrimination
    ნებისმიერი, რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ცალკეული პირების, ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვის, ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების ფორმა, რომელიც ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაში გამოიხატება. მაგალითად, უსინათლოებისათვის ავტომობილის მართვის უფლების აკრძალვა არ ჩაითვლება. დ-დ, რადგან ასეთ აკრძალვას რაციონალური დასაბუთება აქვს, მაგრამ დისკრიმინაციული იქნება მართვის უფლების ქერათმიანებისათვის, ან ბოშებისათვის აკრძალვა. დ-ის უარყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველია. დ., ფართო გაგებით, ცალკეული პირების, ჯგუფების, ან რომელიმა ერთობისათვის თანაბარი სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური პირობების არარსებობაა. საერთაშორისო ურთიერთობებში დ-ის ცნება ასევე მოიცავს რომელიმე სახელმწიფოსადმი, როგორც სხვა სახელმწიფოსთან შედარებით ნაკლებად სრულყოფილისადმი, დამოკიდებულებას. გაერო უარყოფს რასობრივ, პოლიტიკურ, რელიგიურ, ან სხვა სახის დ-ს (მუხლი 55, 62 და 73) საერთაშორისო ურთიერთობებში. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია კი კრძალავს ყველა სახის რასობრივ, ან სხვა სახის დ-ს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულია, რომ კონვენციასთან შეერთებული ქვეყანა ვალდებულია პატივი სცეს მის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლებებს ისეთი განსხვავების გარეშე, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური, ან სხვა შეხედულებები, ეროვნული, ან სოციალური წარმომავლობა, საკუთრება, მოქალაქეობა, ან სხვა სტატუსი. დ. ისეთი ქმედებაა, როდესაც ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს არ აქვს სხვა ჯგუფისათვის (რომლებიც ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, უმრავლესობას შეადგენენ) შექმნილი შესაძლებლობები. დ-ის აქტები შესაძლოა ხორციელდებოდეს ღიად, ან საიდუმლოდ; სპორადულად, ან სისტემატურად. მას შეიძლება ახორციელებდნენ ცალკეული ადამიანები, ან ანონიმური ჯგუფები. დ-ს ორი ძირითადი ფორმა აქვს: „დე იურე” (ანუ სამართლებრივი), რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და „დე ფაქტო”, როდესაც გაბატონებულ ჯგუფს უპირატესობა აქვს უმცირესობასთან შედარებით. „დე იურე” დ-ისაგან განსხვავებით, რომლის აღკვეთა კანონმდებლობის სრულყოფის გზითაა შესაძლებელი, „დე ფაქტო” დ. როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რადგან მკვიდრადაა ფესვგადგმული საზოგადოების, ან მისი ინსტიტუტების ტრადიციებში. ეთნიკური ჯგუფების დ. პოლიტიკური კონფლიქტების და სეცესიების (სახელმწიფოს შემადგენლობიდან გამოსვლა) ძირითადი წყაროა.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. Discrimination
    ადამიანის უფლებათა შეზღუდვა ან შელახვა სოციალური, რასობრივი, ეროვნული (იხ. ეროვნული წარმომავლობა), ენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით. დ გვევლინება ინდივიდთა თანასწორობის უარყოფად და შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს (იხ. კანონის უზენაესობა) ძირითად პრინციპებთან (იხ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებატა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ; ევროპული კონვენცია (1950) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ. (იხ აგრეთვე: კონვენცია (1969) რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრის შესახებ; 1973 წლის საერთაშორისო კონვენცია დანაშაულებრივი აპარტეიდის აღმოფხვრისა და დასჯის შესახებ, 1978 წლის დეკლარაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთგაგების გაძლიერების, ადამიანთა უფლებების განვითარების, რასიზმთან, აპარტეიდთან და ომის წაქეზებასთან ბრძოლის შესახებ; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1958 წლის კონვენცია შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ. იუნესკოს 1960 წლის კონვენცია განათლების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ და სხვა საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც კრძალავენ დ-ის ყველა ფორმას). საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, (მე-14 მუხ.), „ყველა ადამიანი დაბადებით და კანონის წინაშე თანასწორია, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  3. E. discrimination
    Fr. discrimination
    L. discriminatio გარჩევა, განსხვავება
    თანასწორუფლებიანობის წართმევა, უფლებების შეზღუდვა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
  4. პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის უფლებების შეზღუდვა რაიმე ნიშნის მიხედვით (მაგ. რელიგიური, რასობრივი, სქესობრივი, სოციალური სტატუსის და ა.შ.).
    Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9