1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ეთე ეთი ეთნ ეთო

ეთნიკური ჯგუფი

E. Ethnic group
ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანთა მდგრადი სოციალური, საზოგადოებრივი ერთობა, რომელსაც აქვს საერთო ენა, ადათ-ჩვეულებები, მითები, კულტურა, რწმენა. ეთნიკურ ერთობას ქმნის ერი - მრავალსაუკუნოვანი ეთნიკური წარმომაქმნი, რომელიც ერი-სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობაა, ან სხვა ერთან ერთად მართავს სახელმწიფოს. ე.ჯ-ში შედარებით მცირერიცხოვანი თემებია, რომლებიც ისტორიულად არსებობენ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განსხვავდებიან დანარჩენი მოსახლეობისაგან თავისი ადათ-ჩვეულებებით, ენით, კულტურით, რწმენით. ზოგიერთი ე.ჯ. ცდილობს, ხაზი გაუსვას ამ განსაკუთრებულობას და ეწინააღმდეგება ასიმილაციას (იხ. ძირძველი მოსახლეობა). ზოგი ერწყმის უმრავლესობაში მყოფ მოსახლეობას - ერს, მაგრამ ინარჩუნებს ყოფით თავისებურებებს, ენას ან დიალექტს. თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები კრძალავს ნებისმიერ დისკრიმინაციას "ეთნიკური,“ "ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე.“ აგრესიული სეპარატიზმი იყენებს ეთნიკურ თავისებურერებს ეჯ-ის წევრთა თავისი პოლიტიკური ზრახვების რეალიზაციაში ჩაბმის მიზნით. რაც აკრძალულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლით (იხ. ეროვნული უმცირესობანი, ეროვნული წარმომავლობა, ეთნიკური წარმომავლობა).
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9