1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ემა ემბ ემე ემი ემო ემპ

ემბარგო

  1. ეკონომიკური სანქციების ერთ–ერთი სახეობა. გულისხმობს კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებას, რომლის მიხედვითაც იკრძალება გარკვეული ნაწარმით ვაჭრობა. ე–ს მიზანია ქვეყანა დატოვოს ცალკეული პროდუქციისა და ნედლეულის გარეშე (ძირითადად სტრატეგიული დანიშნულების საქონელი), რათა არ მისცეს საშუალება აწარმოოს ის, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის ცალკეული ქვეყნების უშიშროებასა და ეკონომიკურ განვითარებას. ზოგჯერ ე. მიზნად ისახავს შეაცვლევინოს ქვეყანას ამა თუ იმ საკითხის მიმართ აღებული კურსი.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. embargo
    Sp. Embargo აკრძალვა, დაპატიმრება
    ქვეყანაში განსაზღვრული სახის საქონლის შეტანაგამოტანაზე სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული აკრძალვა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9