1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჭ
ერა ერგ ერე ერთ ერი ერო ერუ

ეროვნული ინტერესები

საგარეო პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი კონცეფცია, რომელსაც საფუძვლად ეროვნული უსაფრთხოებისა და გადარჩენის პრინციპები უდევს; იხმარება მხოლოდ სახელმწიფოების მიმართ. ე.ი-ის ცნებამ დროთა განმავლობაში შეცვალა სახელმწიფო ინტერესის (raison d’etat) დოქტრინა. ამ ცვლილების არსი, ერთი მხრივ, ერი-სახელმწიფოს წარმოშობასა და ნაციონოლიზმის აღმავლობას უკავშირდებოდა, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს დინასტიური ინტერესების მთელი საზოგადოების ინტერესებით ჩანაცვლებას. ე.ი-ის კონცეფცია პოლიტიკური რეალიზმის სკოლასა და მის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელს ჰანს მორგენტაუს სახელს უკავშირდება. მან ე.ი. სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების მოპოვებასა და შენარჩუნებასათან გააიგივა. მორგენტაუს მიხედვით, ამგვარად განსაზღვრულია ე.ი, როგორც სახელმწიფოს მოღვაწეობის მთავარი მიმართულება, ობიექტურ რეალობას წარმოადგენდა. მოგვიანებით მორგენტაუს თვალსაზრისი ე.ი-ისა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვის გაიგივების შესახებ უარყოფილ იქნა. ეჭვქვეშ დადგა ე.ი-ის, როგორც ობიექტური რეალობის საკითხიც. ამის ნაცვლად საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ფეხი მოიკიდა ე.ი-ის უფრო სუბიექტური აღქმის თვალსაზრისმა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ ისტორიულ პირობებში ე.ი-ის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, ასევე ცვლილებები საერთაშორისო გარემოში. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიებისა და საერთაშორისო პოლიტიკის მოქმედი პირების პლურალისტური აღქმის გავრცელების კვალდაკვალ ე.ი-ის კონცეფცია, როგორც სუვერენული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ატრიბუტი, კიდევ უფრო მეტი კრიტიკის საგანი გახდა. ამის მიუხედავად, ე.ი-ზე დაფუძნებულმა პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციამ დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის განვითარებაზე.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9