1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ზა ზე ზნ ზო ზღ
ზოგ ზონ

ზოგადი მესამე მუხლი

E. Common article 3
ჟენევის 1949 წლის ოთხივე კონვენციისათვის ზ.მ.მ. რომელიც შიდა შეიარაღებული კონფლიქტების მიმართ გამოიყენება. მასში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განსხვავებას სამოქალაქო მოსახლეობას, კომბატანტებსა და საომარ მოქმედებათა სხვა ობიექტებს შორის. ეს განსხვავება ომის წარმოების კანონებით და წესებითაა განსაზღვრული და თავდასხმებისაგან იცავს სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს. \n \nჰუმანიტარული სამართლის ეს ნორმა შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის გაცილებით მეტ გარანტიას უზრუნველყოფს, ვიდრე ადამიანის უფლებები. ამ მუხლში ნათქვამია: „თუ შიდა შეიარაღებული კონფლიქტი მაღალ ხელმომწერ მხარეთაგან ერთ-ერთში მიმდინარეობს, კონფლიქტში მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან მინიმუმ შემდეგი დებულებები: \n \n1. იმ პირებს, რომლებიც არ ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტში, დაყარეს იარაღი, ან გამოვიდნენ მწყობრიდან ავადმყოფობის, ჭრილობების, დაკავების, ან სხვა მიზეზთა გამო, ნებისმიერ ვითარებაში ჰუმანურად უნდა მოვექცეთ. დაუშვებელია მათი დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ან მატერიალური მდგომარეობის, ანდა სხვა მსგავსი ნიშნების მიხედვით. ამ მიზნით, ნებისმიერ დროს, ან ნებისმიერ ადგილას ზემოააღნიშნულ პირთა მიმართ აკრძალულია: \n \nა) ძალადობა ამ პირის სიცოცხლის და ხელშეუხებლობის მიმართ, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება; \n \nბ) მძევლად აყვანა; \n \nგ) ადამიანის ღირსების შელახვა, კერძოდ, დამცირება და არაადამიანური მოპყრობა; \n \nდ) განაჩენის გამოტანა და მისი აღსრულება კანონიერი სასამართლოს მიერ სახალხოდ და იმ საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფით გამოტანილი განაჩენის გარეშე, რომლებიც ცივილიზებული ხალხების მიერ ადამიანის განუყოფელ უფლებებადაა მიჩნეული. \n \n2. აუცილებელია დაჭრილთა და ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია და მათი მოვლა. ისეთმა მიუკერძოებელმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა საერთაშორისო წითელი ჯვარი, შესაძლებელია, კონფლიქტის მონაწილეებს საკუთარი სამსახური შესთავაზოს. კონფლიქტის მხარეებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ ამ კონვენციის ყველა დებულების, ან მისი ნაწილის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული შეთანხმებების საშუალებით. \n \nსაერთაშორისო წითელი ჯვარი აცხადებს, რომ მე-3 მუხლი განეკუთვნება jus cogens-ს (ხალხთა უფლებებს) და საერთაშორისო სამართლის აბსოლუტურ ნორმას წარმოადგენს. \n \nეს მუხლი, ასევე გამოიყენება სახელისუფლო ძალებსა და ამბოხებულ ჯგუფებს შორის შეიარაღებული შეტაკებების მიმართ, ანდა - ორ ან მეტ შეიარაღებულ ჯგუფს შორის ქვეყნის შიგნით შეიარაღებული შეტაკებების მიმართ, როდესაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხელისუფლება ან არ არსებობს, ან ის მეტად სუსტია კონფლიქტში ჩასარევად. ზ.მ.მ. ჟენევის ოთხივე კონვენციის ერთადერთი ნორმაა, რომელიც უშუალოდ ეხება შიდა შეიარაღებულ კონფლიქტებს.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9