1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

თა თე თვ თი თო
თვა თვი

თვითმმართველობა

  1. ძალზე ზოგადი გაგებით გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის ან ქვეყნის ამა თუ იმ ოლქის უნარს, თავადვე მოაგვაროს საკუთარი საქმეები. უფრო კონკრეტულად კი, სახელმწიფოებრივ დონეზე, თ–ში ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ორი ფორმა: რეგიონალიზმი და ფედერალიზმი. ამ უკანასკნელისათვის დამახასიათებელია მმართველობის დაბალ დონეებზე იმგვარი სფეროების არსებობა, რომლებიც მთლიანად დაცულია ცენტრალური ხელისუფლების ჩარევისაგან, რადგან ცენტრალური ხელისუფლება ადგილებზე ახდენს საკუთარი უფლებამოსილების ოქლების ხელისუფლებისადმი დელეგირებას. ასეთი თ–ის ნიმუშებად შეგვიძლია დავასახელოთ ხელისუფლებათა გამიჯვნა ფედერალური მოწყობის ქვეყნებში (გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთსა ან ჩრდილოეთ ირლანდიაში). მათგან განსხვავებითმ, თ. როგორც რეგიონალიზმი გულისხმობს ჯერ ერთი იმას, რომ ქვეყნის რეგიონები სტატისტიკური და ადმინისტრაციული მიზნით შექმნილია ცენტრალური ხელისუფლების მიერ და მათი სახეცვლილება ან სულაც ლიკვიდაცია ისევ სენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა; მეორე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგიონალური თ–ისათვის გადაცემული უფლებამოსილებანი უმნიშვნელოა; დაბოლოს, რეგიონები არ არიან წარმოდგენილნი სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფელბაში პოლიტიკული ერთეულების სახით.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. self-government
    1. დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც ძალუძს თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოს;
    2. დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც უნარი შესწევს მართოს თავისი საქმიანობა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9