1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ია იდ იე ივ იზ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იღ იძ იჯ
იდე იდი

იდი, ეგო, სუპერ–ეგო

ფროიდისეული ფსიქიკური აპარატის კომპონენტები. ყველა მათგანს თავისი ფუნქცია და პრინციპი აქვს. ი. პრიმიტიული, ცხოველური და ინსტიქტური ელემენტია, ბობოქარი ლიბიდოზური ენერგიის საცავია, რომელიც დაუყონებლივ დაკმაყოფილებას ითხოვს; სულის ყველაზე ღრმა, საკუთრივ არაცნობიერი კომპონენტია. გარემოსაგან მთლიანად ავტონომიური და იზოლირებულია და საკუთარი მიზნების მიღწევაზეა მიმართული. ი–ის ამგავრი ორიენტაციის შეზღუდვა ე–ს ერთ–ერთი ძირითადი ფუნქციაა. ე. კოგნიტური და პერცეპტული პროცესების ერთიანობაა და მოიცავს მეხსიერებას, ამოცანების გადაწყვეტას, სინამდვილის შემეცნებას, განსჯასა და ა.შ. ე–ს ფუნქციაა მათი გაცნობიერება და რეალობასთან შეთანადება. ე. მოიცავს გარკვეულ დამცავ მექანიზმებსაც, რომლებიც შუამავლის როლს ასრულებენ ი–ს პრიმიტიულ ინსტიქტურ მოთხოვნებსა და ს.ე–ს აკრძალვებს შორის. ამ თვალსაზრისით, ე. ფსიქიკური წონასწორობის შემნარჩუნებელი ოპერაციონალური სისტემის მსგავსად მოქმედებს. ს.–ე. დაკავშირებულია ეთიკურ ქცევებთან – იგი პასუხს აგებს ადამიანის მიერ გაზიარებულ ქცევით სტანდარტებზე. ს.–ე მიიჩნევა გაშინაგნებულ (ინტერნალიზებულ) კოდექსად თავისებურ სინდისად, რომელიც დანაშაულს სინდისის ქენჯნით სჯის. იგი ვითარდება „მნიშვნელოვანი სხვების“ (ჩვეულებრივ, მშობლების) მხრიდან დასჯა–წახალისების შედეგად, რითიც საბოლოოდ ბავშვი თავისი საზოგადოების მორალურ კოდექსს ითვისებს. ი. იმართება სიამოვნების პრინციპით და მიმართულია ჰედონიზმზე. ე – რეალობაზე, ხოლო ს.–ე – იდეალურზე.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ.; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9