საერთაშორისო სამართლის მიხედვით გარკვეული კატეგორიის უცხოელების იძულებითი მოთავსება რომელიმე ადგილას, რომლის დატოვებაც ამ პირებს აკრძალული აქვთ. ი-ს მიმართავენ მეომარი სახელმწიფოები მტრული სახელმწიფოს სამხედრო ტყვეების, ან სხვა მოქალაქეების მიმართ, ნეიტრალური სახელმწიფოები კი მეომარი სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ. \ ი-ს რეჟიმი რეგულირდება 1949 წლის ჟენევის და 1907 წლის ჰააგის კონვენციებით.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ