1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოე კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოჰ

კორელაცია

  1. 1. სტატისტიკაში – ორ ან მეტ ცვლადს შორის კავშირი, რომლის დროსაც ერთი ცვლადის მნიშვნელობის სისტემატურ ზრდას თან სდევს მეორის მნიშვნელობის სისტემატური ზრდა ან კლება. ასეთი სტატისტიკური კავშირი ტრადიციულად გამოიყენება ერთი ცვლადის მეტ–ნაკლებად მოსალოდნელი მნიშვნელობის სავარაუდოდ იმ პირობებში, როცა მეორე ცვლადის მნიშვნელობა ცნობილია. რაც უფრო დიდია კ. (ანუ კ–ის კოეფიციენტი რაც უფრო – მეტია ნულზე), მით უფრო მეტია ვარაუდის სიზუსტის სანდოობა. 2. მოვლენათა შორის ნებისმიერი კავშირი, რომლის დროსაც ერთი ცვლადის ცვლილებების კვალდაკვალ ვლინდება ზოგიერთი თანმდევი ან დამოკუდებული ცვლილება მეორეში (ან სხვა ცვლადებში). ორივე სახის გამოყენებისას ივარაუდება ცვლადებს შორის მიზეზობრივი კავშირი. კ–ები ცვლადთა შორის კავშირის დამტკიცებაა. კ–ები ვარაუდობს, მაგრამ აუცილებლობით არ გულისმობს, რომ ცვლილებები ერთ ცვლადში წარმოქმნის ან იწვევს ცვლილებებს მეორე ცვლადში (ან ცვლადებში).
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. correlation
    Fr. correlation
    G. korrelation
    L. correlatio თანაფარდობა
    ურთიერთკავშირი, თანაფარდობა, რომელიც იზომება სპეციალური კოეფიციენტებით.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9