1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუბ კულ კუმ კუპ კურ

კულტურული ფემინიზმი

ფემინისტური თეორია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მამაკაცებისა და ქალების განსხვავებას და ხაზს უსვამს ქალის ღირსებებს. რადიკალური ფემინიზმის ამ მიმართულების თანახმად, ქალებს თავიანთი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, აქვთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თვისებები: მზრუნველობა, სიმშვიდე, თანაგრძნობა, ემოციურობა, ბუნებრიობა, დათმობა. კულტურული ფემინიზმი შორსაა პოლიტიკისაგან და მისი მიზანია ცხოვრების განსაკუთრებული სტილის გამომუშავება, რომელიც შეცვლის არსებულ პატრიარქალურ-კულტურულ სინამდვილეს.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9