ცალკეული პირების, ან ჯგუფების მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადასახლების მიზეზებისა და მიზნების მიუხედავად. მ-ის მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ეკოლოგიური კატასტროფები თუ პოლიტიკური მოტივები, ისე უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივები, ან პოლიტიკური დაცულობა გადასახლების ადგილას. საზღვრის გადამკვეთთა მცირე ნაწილს თავშესაფრის მაძიებლები შეადგენენ. ესეც მ-ის ერთ-ერთი სახეა.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ.: დასი, 1999 - 128გვ.
ადამიანების გადასვლა ერთი რეგიონიდან მეორეში (შიდა მ.), ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში (გარე მ.) ან კიდევ მოსახლეობის პერიოდული გადინება–შემოდინება ერთი რეგიონიდან მეორეში (ქანქარისებური მ.), სიკვდილიანობისა და შობადობის კოეფიციენტთან ერთად მ–ის კოეფიციენტის საშუალებით განისაზღვრება მოსახლეობის ზრდა–შემცირების დინამიკა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ.; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]
სახელმწიფოს შიგნით ან ქვეყნებს შორის მოსახლეობის გადაადგილება საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზნით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]