1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეტ

ნეოლიბერალიზმი

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში დღეს გავრცელებული ერთ-ერთი პარადიგმული მიდგომა, იგივე ნეოლიბერალური ინსტუტუციონალიზმი. ნ., ნეორეალიზმთან ერთად, დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის წამყვანი დოქტრინაა. ნ. აერთიანებს „კომერციულ“ (ვაჭრობისა და მშვიდობის კავშირი), „რესპუბლიკურ“ (დემოკრატიისა და მშვიდობის კავშირი) და „სოციოლოგიურ“ (ინტეგრაციის აუცილებლობა) ლიბერალიზმს. ნეორეალიზმისაგან განსხვავებით, ნ. მეტ ყურადღებას უთმობს არა საერთაშორისო კონფლიქტს, არამედ თნამშრომლობას. გარდა ამისა, ნეორიბერალები უსაფრთხოების ცნებას უფრო ფართოდ განმარტავენ, ვიდრე ნეორეალისტები და მასში სამხედრო კომპონენტის გარდა ეკონომიკურ, გარემოს დაცვით და სხვა ელემენტებსაც აერთიანებენ. ნეოლიბერალები იზიარებენ ნეორეალისტების ძირითად მოსაზრებებს საერთაშორისო სისტემის ანარქიულობისა და სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი მოქმედი პირის შესახებ, მაგრამ მეტ ყურადღებას უთმობენ ისეთ აქტორებს, როგორებიც ტრანსნაციონალური კორპორაციები და საერთაშორისო ორგანიზაციებია. თავის მხრივ ნეორეალისტები მიიჩნევენ, რომ ნეოლიბერალები აზვიადებენ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო რეჟიმების როლს საერთაშორისო ურთიერთობებში.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9