1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეტ

ნეოფემინიზმი

ფემინისტური იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება პატრიარქალურ საზოგადოებაში გაბატონებულ წარმოდგენას ქალის, როგორც მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციის შემსრულებლის როლს. ნეოფემინისტები თვლიან, რომ დედობა ქალის მოვალეობა კი არა, არჩევანი უნდა იყოს. ამიტომაც ისინი იბრძვიან ოჯახის დაგეგმარებისა და შეგნებული დედობის ცნებების დასამკვიდრებლად. ნეოფემინიზმის ფუძემდებლად აღიარებულია ფრანგი ფილოსოფოს-ეგზისტენციალისტი სიმონა დე ბოვუარი, რომელიც თავის ნაწარმოებში, „მეორე სქესი“, ქალის თავისუფალი ნების, თავისუფალი არჩევანის და დამოუკიდებელი პიროვნების პრიმატს ამკვიდრებს.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9