1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ოა ობ ოვ ოთ ოი ოკ ოლ ომ ოპ ორ ოფ ოქ ოშ ოხ ოჯ
ორა ორბ ორგ ორდ ორთ ორი ორმ ორპ

ორგანიზაციების შექმნისა და უფლებათა კოლექტიურად დაცვის უფლება

E. Right to organize and bargain collectively
პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება, აგრეთვე სამუშაოს მიმცემებთან მშვიდობიან მოლაპარაკებაში მონაწილეობის უფლება. კავშირები ადეკვატურადაა დაცული დასაქმების საკითხებთან დაკავშირებული დისკრიმინაციის აქტებისაგან. ამგვარი დაცვის მიზნებია: 1. იმ აქტების აკრძალვა, რომლებშიც დასაქმება პროფკავშირებში გაერთიანებაზე უარის თქმაზეა არის დამოკიდებული, აგრეთვე აკრძალვა აქტებისა, რომლებიც იწვევს სამუშაოს მიმღების სამსახურიდან გათავისუფლებას, ან მისდამი სხვა სახის ზიანის მიყენებას პროფკავშირის წევრობის გამო; 2. სამუშაოს მიმცემთა და სამუშაოს მიმღებთა ორგანიზაციების ჩაურევლობა ერთმანეთის საქმიანობაში; 3. ნებაყოფლობითი მოლაპარაკების მექანიზმის გამოყენება და განვითარება სამუშაოს მიმცემთა (ან მათი კავშირის) და სამუშაოს მიმღებთა ორგანიზაციებს შორის კოლექტიური ხელშეკრულებების დასადებად, რომლებშიც განსაზღვრულია სამუშაოს პირობები და ვადები.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9