1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პლა პლე პლუ

პლურალიზმი

  1. E. pluralism
    პოლიტიკური პ. მოსაზრებათა მრავალფეროვნების არსებობასა და მათ აღიარებას ნიშნავს. მოსაზრებათა ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა სახელმწიფოს მივაწოდოთ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ღირებულებები, ინტერესები და პრობლემები მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
    პ-ის ცნება პოლიტიკური ხელისუფლების დაყოფასაც გულისხმობს, რაც ზღუდავს ხელისუფლების თითოეული შტოს მოქმედებას. ვინაიდან პოლიტიკური პ-ის წინაპირობაა გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა ორგანოების მიერ და სხვადასხვა მეთოდით, ის პოლიტიკურ სტაბილურობასთან ასოცირდება, რადგან საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებმა საშუამავლო როლი შეასრულონ. პ-ის პოლიტიკის შემადგენელი ელემენტებია: მრავალფეროვნების მოწონება და პატივისცემა (სოციალური ტრადიციების, რელიგიური და მორალური რწმენის და ა.შ.), ინდივიდუალური უფლებების დაცვა, პოლიტიკური გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, თანხმობის გზების ძიება ერთიანი მიზნის მისაღწევად.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. pluralism
    საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ჯგუფებისადმი შემწყნარებლური (იხ. შემწყნარებლობა, შეუწყნარებლობა) დამოკიდებულება. პ მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიული სახელმწიფოს ცნებასა და არსთან, იგი ეფუძნება დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის ლიბერალურ (იხ. ლიბერალიზმი) იდებს, რომელთა მიხედვით, საზოგადიებაში უნდა ბატონობდეს, თუ არა შემწყნარებლობა, ხელის შეწყობა მაინც კონსტიტუციური სამართლისა და ინსტიტუტების ორგანიზმის და საქმიანობის დონეზე და ითვალისწცინებდეს, რომ დღეს ნებისმიერ სახელმწიფოში არ არის პოლიტიურ შეხედულებათა ერთიანობა, ხოლო ერი-სახელმწიფო არ არის მხოლოდ ერთი ერის უსაზღვრო ბატონობა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მოითხოვს ყველა სახელმწიფოსაგან ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და სხვა ჯგუფების კულტურული, სოციალური ენობრივი, ადათჩვეულებითი წესების აღიარებასა და დაცვას.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  3. ცხოვრების იდეური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის ძირითადი პრინციპი, რომლის ფარგლებშიც დაშვებული, უზრუნველყოფილი და აღიარებულია სხვადასხვა იდეური, სოციალური და პოლიტიკური მიმდინარეობების მრავლობითობა. იგი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიულობისა და ჰუმანურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. პ. კეთილისმყოფელ ატმოსფეროს ქმნის ინოვაციებისა და საზოგადოების ღიაობისათვის, ხელს უშლის სტაგნაციას, სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურების არაეფქეტურ ფუნქციონირებასა და განვითარებას, აძლიერბს თვითკონტროლსა და თვითრეგულირებას, შესაბამისად, ხელს უწყობს სოციალური და პილიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.
    პ. საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი პარადიგმული მიდგომაა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის არსებით მოქმედ პირებად სახელმწიფოსთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებსაც აღიარებს. პ.-ის მიმდევრების აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციული სკოლა, რეალიზმი, ჩამოყალიბდა იმ ეპოქაში, როდესაც საზოგადოებებს შორის არსებული ურთიერთკავშირი სუსტი იყო და ძირითადად სახელმწიფოთაშორის კავშირებზე დაიყვანებოდა. პლურალისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური ურთერთდამოკიდებულების გაღრმავებამ საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოების როლი შეამცირა. პლურალისტები რეალისტებზე მეტ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო თანამშრომლობის შესწავლას, რადგან მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო თანამშრომლობის უფრო ფართო შესაძლებლობებს აჩენს. პლურალისტების თვალსაზრისს აძლიერებს ისეთი გლობალური პრობლემების გაჩენა, როგორიცაა ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და გარემოს დაბინძურება, რომელთა გადაწყვეტა რეალისტების სახელმწიფოცენტრული მიდგომით შეუძლებელი ჩანს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  4. E. pluralism
    Fr. pluralisme
    L. pluralis მრავალგვარი
    პარტიების, პოლიტიკური საქმიანობის მიმართულებების, შეხედულებების, მოსაზრებების სიმრავლე, როგორც საზოგადოებრივი მოწყობის ერთ-ერთი პრინციპი, რომლის ძირითადი არსია მრავალგვარი პოზიციის თანაარსებობის, საზოგადოების აქტიური (და არა უმრავლესობის) ნაწილის ინტერესების პოლიტიკური დაცვის უზრუნველყოფა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9