1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პოზ პოლ პოპ პორ პოს პოტ

პოსტმოდერნიზმი

  1. ცნება სოციალურ მეცნიერებებში შემოვიდა არქიტექტურიდან, იგი შემოიტანა ამერიკელმა არქიტექტურის თეორეტიკოსმა ჯენქსმა 1976 წელს; მიმდინარეობა სოციოლოგიაში, ასევე სხვა მეცნიერებებში. პ-ის თანახმად, თანამედროვე საზოგადოებაში გარკვეულობის ყველა ელემენტი დარღვეულია და საეჭვოდაა მიჩნეული, მასში ადამიანების ცხოვრების პირობები გლობალური და ფრაგმენტული საზოგადოების ხასიათს იღებს და არ არსებობს შეფასების აბსოლუტური წესები და კრიტერიუმები. პ-ის სამი წამყვანი თემაა:
    1 „მეტანარატივების“ კრიტიკა და უნივერსალური ცოდნის პრობლემურობა;
    2. ობიექტური ჭეშმარიტების არარსებობა და ორი განსხვავებული სიბრტყის - რეალობის და აზროვნების თანხვედრის პრობლემურობა;
    3. ცნებებისა და საგნების იდენტურობის ფიქსაციის პრობლემა.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. L. post შემდეგ
    მოდერნიზმის შემდგომი პერიოდი.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9