1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რაბ რად რაი რამ რან რაპ რას რატ რაუ რაფ რაც

რაციონალიზაცია

  1. პროცესი, რომლის მეშვეობითაც თანამედროვე საზოგადოებებში სოციალური პრობლემების გააზრება და გადაჭრა ხდება ლოგიკისა და რაციონალობის საფუძველზე. რ., ვებერის თანახმად, ძირითადი ცნებაა თანამედროვე კაპიტალიზმის ანალიზისათვის. მისი გამოხატულებაა მიზან-რაციონალური მოქმედებების განვითარება, რომლებიც ძირითადი მახასიათებელია მოდერნისტული, ტრადიციული საზოგადოების საპირისპიროდ. რ-ის პროცესი საფუძვლად უდევს დასავლური საზოგადოებების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების ფუნქციონირებას. მისი გავლენა აშკარაა ისეთ სექტორებზეც, როგორიცაა მეცნიერება, განათლება, მუსიკა და რელიგიური ორგანიზაციები. კერძოდ, ეკონომიკის სფეროში რ-ის პროცესის გამოხატულებაა წარმოების ორგანიზება ბიუროკრატიის საფუძველზე და მოგების კალკულაცია სისტემატური საბუღალტრო პროცედურების მეშვეობით; სამართლის სფეროში - უნივერსალური კანონების ჩამოყალიბება და დედუქციური აზროვნების პრაქტიკაზე გადასვლა, თვითნებური, პრეცენდენტული სამართლის საპირისპიროდ, რომელიც დამახასიათებელი იყო ტრადიციული საზოგადოებებისათვის; პოლიტიკის სფეროში - ქარიზმატული და ტრადიციული ბატონობის შეცვლა ლეგალურით; რელიგიის სფეროში - მაგიისა და რელიგიური საიდუმლოებების ჩანაცვლება პირადი პასუხისმგებლობითა და ა.შ. ზოგი სოციოლოგი ამტკიცებს, რომ რ-ის მნიშვნელობა გადაჭარბებულია და რომ თანამედროვე საზოგადოებებს ასევე ახასიათებს ირაციონალობა და აფექტურობა.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. rationalization
    G. rationalisation
    L. Rationalis გონიერი
    რაიმე საქმიანობის, სამუშაოს ორგანიზაციის ან მეთოდების გაუმჯობესება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9