1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სამოქალაქო თავისუფლება

ლეგიტიმურ ქცევათა სისტემა, რაც გარანტირებული უნდა ჰქონდეს ადამიანს თავისი უფლებების დასაცავად როგორც სხვა კერძო პირების, ასევე სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და სასამართლოს მოხელეების ჩარევისაგან. ასეთი თავისუფლებების რიგს ქმნიან ისეთი კონკრეტული თავისუფლებები, როგორიცაა პოლიციის მიერ თვითნებური დაკავებისაგან დაცვა, სიტყვის, კრებების, ასოციაციებში გაერთიანების, გადაადგილების თავისუფლება, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა და ა. შ. ს. თ–ებისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს საბოლოო ჯამში კონსტიტუცია იძლევა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9