1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სამხედრო წოდებები

E. military ranks
საქართველოს სამხედრო ძალებში წესდება სამხედრო მოსამსახურეთა შემდეგი შემადგენლობა და სამხედრო წოდებები: სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები - რიგითების (მატროსების) და ეფრეიტორების შემადგენლობა: საჯარისო სამხედრო წოდებები: რიგითი (კურსანტი), ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი; საზღვაო სამხედრო წოდებები: მატროსი (კურსანტი), უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი; საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა: კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ-სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი), ბრიგადის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი; უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი, უფროსი მიჩმანი, მასტერ-მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი; უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან - ლეიტენანტი; კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები - უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობა: უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი; უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო- სამხედრო წოდებები: III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი; უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი. სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით. დაუშვებელია სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით (“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 38).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9