1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

E. Apostolic Autocephalous Orthodox Church of Georgia
ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია. დაარსებულია წმ. ანდრია პირველწოდებულის მიერ. საქართველოს ტერიტორიაზე I საუკუნეში ქრისტიანობა იქადაგეს მოციქულებმა: წმ. ანდრია პირველწოდებულმა, წმ. სვიმონ კანანელმა (დაკრძალულია აფხაზეთის ტერიტორიაზე), წმ. ბართლომემ და წმ. მატათამ (დაკრძალულია აჭარის ტერიტორიაზე). მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წარმოგზავნილი, მოციქულთა სწორი ქალწული ნინოს ქადაგებით ქართლი საბოლოოდ გაქრისტიანდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლით ადრე, 325 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, გამართულ ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი. დაახ. 330 წელს ქართლში (იბერიაში) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებისთანავე, შეიქმნა მცხეთის საეპისკოპოსო. მცხეთის ეპისკოპოსი მე-5 საუკუნემდე მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა და იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. 466-468 წწ. წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის უშუალო ღვაწლით შემოღებულ იქნა საკათოლიკოსო, დაარსდა თორმეტი საეპისკოპოსო, რომელთა უმაღლესი მესაჭე - კათოლიკოსი ბერძნული ეკლესიასაგან (ანტიოქიის პატრიარქისგან) იერარქიულად დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) გახდა. მე-6 საუკუნეში ქართლში მოქმედებდა 33-ზემ მეტი საეპისკოპოსო. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ (ეკლესია) არ გაიზიარა: 506 წელს ირანის შაჰის ზეგავლენით სომხეთში (ქ. დვინში) მოწვეული საეკლესიო კრების მონაწილეთა მიერ მიღებული მონოფიზიტური ერესი (ქართლისა და სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის საბოლოო გათიშვა მოხდა 607 წელს) და ბიზანტიაში 725-843 წწ. თითქმის საყოველთაოდ გავრცელებული ხატმებრძოლობის ერესი. მე-11-12სს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე ექვემდებარებოდა დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსო (თავისი საეპისკოპოსოებით), ქალკედონელ მართლმადიდებელ სომხურ თემთა საეპისკოპოსოები, რომელთაც სათავეში ედგათ მიტროპოლიტი და აღმოსავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოები (სულ 40 საეპისკოპოსო). მე-13 საუკუნიდან უცხოელი დამპყრობლების განუწყვეტელი შემოსევებით თანდათან სუსტდება საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგად, მე-15 საუკუნეში საქართველოს საპატრიარქოს ჩამოსცილდა აფხაზეთის საკათოლიკოსო. მე-16 საუკუნეში - საკათოლიკოსო რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს; ეკლესიას ჩამოაკლდა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) რუსეთის ცარიზმმა უკანონოდ გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა აღმოსავლეთ საქართველოსა (1811 წ.) და დასავლეთ საქართველოში (1814 წ.) ქართულმა სამღვდელოებამ 1917 წლის 12 (25) მარტს აღადგინა ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოსად აირჩია წმ. კირიონ II. ამჟამად ეკლესიას 1975 წლიდან სათავეში უდგას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ეკლესიაში გაერთიანებულია 35 ეპარქია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განსაზღვრულია კონსტიტუციური შეთანხმებით.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9