გაეროს წესდების 33-ე მუხლის I პარაგრაფში მოცემულია უთანხმოებათა მშვიდობიანი გადაწყვეტის მეთოდების სია, როგორიცაა: მოლაპარაკებები, შუამავლობა, შერიგება, სამედიატორო სასამართლო, საერთო სასამართლო, დახმარებისათვის რეგიონული ორგანიზაციების, ან ინსტიტუტებისადმი მიმართვა, ანდა სხვა მშვიდობიანი მეთოდები. \ ეს სია ამომწურავი არ არის. სამედიატორო სასამართლო და საერთო სასამართლოს დახმარებით უთანხმოებათა რეგულირება დავის სამართლებრივი მეთოდებით გადაწყვეტის საშუალებაა მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი დავის პოლიტიკური მეთოდით გადაწყვეტის ფორმებია.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ